სიახლეები

19- წლამდე ევროპის ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში დაიწყო

სფფ
გაუზიარე

19- წლამდე ევროპის ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში უკვე დაიწყო. ბილეთების შეძენა გულშემატკივარს ბმულზე www.tkt.ge/u19  შეუძლია. თითოეულ მატჩზე დასასწრები ბილეთი ფასი 2 ლარს შეადგენს. ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით გულშემატკივარს ყველა მატჩზე დასასწრები აბონემენტის შეძენა 10 ლარად შეუძლია.

2017 წლის უეფას 19 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოში 2 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით გაიმართება. ჩემპიონის ტიტულისთვის საქართველოს, პორტუგალიის, შვედეთის, ჰოლანდიის, გერმანიის, ინგლისის, ჩეხეთისა და ბულგარეთის ნაკრებები იბრძოლებენ.

მატჩები თბილისსა და გორში ჩატარდება. თბილისში საფეხბურთო შეხვედრები მიხეილ მესხის სახელობის ცენტრალური და სათადარიგო სტადიონის გარდა, დავით პეტრიაშვილის არენაზე გაიმართება. გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი კი, ოთხ შეხვედრას უმასპინძლებს. ბილეთების ფიზიკური გაყიდვა სტადიონის სალაროებში მატჩის დღეს იგეგმება.

უეფას ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის განრიგი:

ჯგუფი ა

02.07.2017
თბილისი, მიხეილ მესხი 1, 17:30 
შვედეთი - ჩეხეთი

გორი, თენგიზ ბურჯანაძე, 20:00
საქართველო - პორტუგალია

05.07.2017
თბილისი, მიხეილ მესხი 1, 17:30
საქართველო - შვედეთი

თბილისი, დავით პეტრიაშვილი, 20:00
ჩეხეთი პორტუგალია

08.07.2017
თბილისი, მიხეილ მესხი 1, 20:00
ჩეხეთი - საქართველო

გორი, თენგიზ ბურჯანაძე, 20:00
პორტუგალია - შვედეთი

ჯგუფი ბ

03.07.2017
თბილისი, მიხეილ მესხი 1, 17:30
ბულგარეთი - ინგლისი

თბილისი, დავით პეტრიაშვილი, 20:00
გერმანია - ჰოლანდია

06.07.2017
თბილისი, მიხეილ მესხი 2, 17:30
ინგლისი - ჰოლანდია

გორი, თენგიზ ბურჯანაძე, 20:00
გერმანია - ბულგარეთი

09.07.17
გორი, თენგიზ ბურჯანაძე, 20:00
ჰოლანდია - ბულგარეთი

თბილისი, დავით პეტრიაშვილი, 20:00
ინგლისი - გერმანია

ნახევარფინალი - 12.07.2017
დავით პეტრიაშვილი, 17:00

ნახევარფინალი - 12.07.2017

თბილისი, მიხეილ მესხი 1, 20:00

ფინალი - 15.07.2017
მიხეილ მესხი 1 - 20:00