სიახლეები

19-წლამდელთა გაფართოებული სია ევროპის ჩემპიონატის წინ

გაუზიარე

24 ივნისიდან საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად დასკვნით შეკრებას დაიწყებს. გიორგი ყიფიანი გუნდს სასტუმრო “მოხალისეში“ შეკრებს, 30 ივნისიდან კი უკვე „ჰუალინგში“ გადაინაცვლებს, სადაც ევროპის ჩემპიონატის მონაწილე რვავე ნაკრები დაბინავდება.

საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უკვე შეარჩია ის 22 ფეხბურთელი, რომელთაგანაც მოუწევს სატურნირო 18-კაციანი განაცხადის შევსება. სამწუხაროდ, ტრავმის გამო ბოლომდე გამოირიცხა თბილისის „ლოკომოტივის“ შემტევის, რატი არდაზიშვილის ევრო-2017-ზე თამაში.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს საქართველოს ნაკრები 2 ივლისს გორში, პორტუგალიის წინააღმდეგ ჩაატარებს.

გიორგი ყიფიანის 22-კაციანი სია კი ასეთია:

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (იაგელონია, პოლონეთი), გიორგი ჩოჩიშვილი (შევარდენი);

მცველები: დავით კობოური (დინამო თბ), ნიკა მალი (საბურთალო), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო თბ), ლუკა ლაკვეხელიანი (საბურთალო), თომა ხუბაშვილი (საბურთალო), ლუკა ქაფიანიძე (დინამო თბ), შალვა ბურჯანაძე (ტორპედო), ალექსანდრე კახიძე (ინტერ-მოსკოვი, რუსეთი);

ნახევარმცველები: გიორგი კუცია (დინამო თბ), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), გიორგი ჩაკვეტაძე (დინამო თბ), ლუკა ფოჩხუა (შევარდენი), გიორგი ქოჩორაშვილი (საბურთალო), ირაკლი ბუღრიძე (ლოკომოტივი), თემურ ჩოგაძე (საბურთალო), ნიკა კვანტალიანი (დინამო ბთ);

თავდამსხმელები: გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ვატო არველაძე (ლოკომოტივი), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა), გაბრიელ საღრიშვილი (ტორპედო).