"კოკა-კოლას თასი 2017"-ის მფლობელი თბილისის მე-10 სკოლა გახდა. ბათუმში, რაგბი არენაზე გამართულ დაძაბულ ბრძოლაში თბილისელებმა ფოთელი თანატოლები ანგარიშით 2:1 დაამარცხეს და რეგიონის უძლიერეს გუნდებს შორის თასის მფლობელის ტიტული მოიპოვეს.
წელს,პირველად, კოკა-კოლას თასის გამარჯვებულები მაკდონალდსისგანაც დაჯილდოვდნენ. სწრაფი კვების რესტორნების ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო კომპანია გათამაშების ახალი პარტნიორია, რომლისგანაც ყველა გუნდს მაკდონალდსის სპეც-მენიუს ვაუჩერები, ხოლო გამარჯვებულ გუნდს დამატებით - ისთ ფოინთში მდებარე გასართობი ცენტრის 100-ლარიანი დეპოზიტური ბარათები ხვდა წილად.
"ბედნიერი ვარ, რომ კოკა-კოლას თასი ასე წარმატებით ჩატარდა და ამის კიდევ ერთი დასტურია, რომ გათამაშებას, მაკდონალდსის სახით, ახალი პარტნიორი ჰყავს. დიდი მადლობა ბავშვებს, რომლებმაც დღეს მართლაც არაჩვეულებრივი მატჩის ხილვის საშუალება მოგვცეს. მადლობა კოკა-კოლას, რომელიც ზრუნავს ქვეყანაში ფეხბურთის მასობრიობის განვითარებაზე, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისათვის ძალიან მნიშვნელოვანია," - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე