სიახლეები

გორის სტადიონი ევროპის ჩემპიონატისათვის ემზადება

სფფ
გაუზიარე

19 ივნისს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი  გორს ესტუმრნენ. ვიზიტის მთავარი მიზანი "თენგიზ ბურჯანაძის" სახელობის სტადიონზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოები იყო, რომელსაც სტუმრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ. მოგეხსენებათ, რომ გორის სტადიონი ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის მასპინძლობისათვის ემზადება.

კონტინენტის პირველობას ჩვენი ქვეყანა 2-15 ივლისის ჩათვლით მასპინძლობს. სტადიონზე უეფას მოთხოვნების შესაბამისად, სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, სამუშაოების ჩასატარებლად ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ბიუჯეტიდან 1 354 000 (ერთი მილიონ სამასორმოცდათოთხმეტი ათასი) ლარი გამოიყო.