სიახლეები

"ფეხბურთი სკოლებში" - დაიწყო

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ფეხბურთის განვითარების ფონდისა და   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, მასშტაბური პროექტი „ფეხბურთი სკოლებში“ დაიწყო.

აღნიშნულ პროექტში მთელი ქვეყნის მასშტაბით 1000-ზე მეტი სპორტის მასწავლებელია ჩართული, რომლებიც შესაბამისი გადამზადების კურსებს გადიან. სკოლებში ფეხბურთის რეგულარული სწავლება, უპირველესად ფეხბურთის მასობრიობის ზრდისაკენ გადადგმული ნაბიჯია, რაც საბოლოო ჯამში, სპორტული ცხოვრების წესის დანერგვას შეუწყობს ხელს.

„პროექტი უკვე დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს ყველა რეგიონში. ჩვენ, ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები, აუცილებლად შევეცდებით უმეტეს რეგიონში ჩავიდეთ, ვნახოთ როგორ მიმდინარეობს გადამზადების პროცესი, როგორი განწყობაა მასწავლებლებსა და მსმენელებში. გვინდა უპირველესად, ყველა მასწავლებელმა იცოდეს,თუ რამდენად ვაფასებთ მათ შრომას, მათ წვლილს და რამდენად დიდია მათი როლი ჩვენი უკეთესი მომავლის შექმნაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს კურსი ახალ გამოწვევასთან ერთად, წარმატებების მომტანი იქნება.“ - განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ.