სიახლეები

კოკა-კოლას თასი 2017 - ფინალი 21 ივნისს ბათუმში გაიმართება

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

„კოკა-კოლას თასი 2017“-ის ფინალური ეტაპი კვარიათში მიმდინარეობს, რომელშიც რეგიონთა გამარჯვებული 16 ვაჟთა და 8 გოგონათა გუნდი მონაწილეობს.

გოგონათა ტურნირი უკვე დასრულდა და 14 ივნისს გამართულ ფინალში თბილისის 158-ე სკოლამ აფხაზეთის მე-5 სკოლა მინიმალური სხვაობით 2:1 დაამარცხა.

რაც შეეხება ვაჟთა გათამაშებას, ფინალური შეხვედრა 20 ივნისს 10:00 საათზე ბათუმის "რაგბი არენაზე" გაიმართება და მას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ლევან კობიაშვილთან ერთად „კოკა-კოლას“ პრეზიდენტი თემურ ჭყონია დაესწრება.

გასულ წელს „კოკა-კოლას თასში“ მთელი ქვეყნის მასშტაბით 1000-ზე მეტი სკოლის 10000-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. წელს ეს რიცხვი გაიზარდა და მთელი ქვეყნის მასშტაბით 16000 მოსწავლეა ჩართული. 

თბილისის ფინალებს, რომელიც 20 მაისს ჩატარდა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და კოკა-კოლას პრეზიდენტი თემურ ჭყონია დაესწრნენ. თემურ ჭყონიამ ტურნირის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფეხბურთის ფედერაციასთან ნაყოფიერი თანამშრომლობა არის იმის მიზეზი, რომ მომავალი წლიდან ტურნირი საერთაშორისო მასშტაბებს მიიღებს და ქართველ ახალგაზრდა ფეხბურთელებს უცხოელ თანატოლებთან შეჯიბრების საშუალება ექნებათ.