სიახლეები

„საფეხბურთო პოლიტიკა“- შეხვედრა GIPA-ს სტუდენტებთან

სფფ
გაუზიარე

„საფეხბურთო პოლიტიკა“ იყო მმართველობის სკოლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებთან შეხვედრის მთავარი თემა, რომელიც 13 ივნისს GIPA-ს მმართველობის სკოლის ორგანიზებით გაიმართა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, სტუდენტებთან ერთად, ქართულ ფეხბურთში მიმდინარე პროცესები და სამომავლო გეგმები განიხილა.

საუბარი ასევე შეეხო საფეხბურთო სფეროს განვითარების მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკასაც. ლევან კობიაშვილმა სტუდენტებთან აქტიური საფეხბურთო კარიერიდან მმართველ პოზიციაზე გადასვლის სირთულეებსა და გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა. 

სფფ-ის პრეზიდენტმა შეხვედრის დასასრულს სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა და ასეთი კომუნიკაციის აუცილებლობაზე ისაუბრა: „მიხარია, რომ ამ ახალგაზრდებს აინტერესებთ ის ცვლილებები, რაც ქართულ ფეხბურთში ხორციელდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა, მათი მონაწილეობა მიმდინარე პროცესებში. სწორედ ამიტომ, ძალიან სასიხარულოა, როდესაც მაქვს საშუალება, მივიღო უკუკავშირი ასეთი სტუდენტებისგან,“- აღნიშნა მან.