სიახლეები

მონტენეგრო U21 3:2 საქართველო U21

გაუზიარე

12 ივნისს, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევრო 2019-ის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების პროცესში მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა. გია გეგუჩაძის გუნდი პოდგორიცაში მონტენეგროს 21-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდა და დრამატულ შეხვედრაში 2:3 დამარცხდა. ჯვაროსნები ორჯერ იგებდნენ, მაგრამ საბოლოოოდ უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს და დამარცხდნენ. ქართველთა მხრიდან დუბლით გიორგი ხარაიშვილი გამოირჩა.
 
მთავარმა მწვრთნელმა გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა:

ქურდაძე, მარგველაშვილი (გიორგაძე), ჭიჭინაძე, მამუჩაშვილი, ხარაიშვილი, ელოშვილი (ალთუნაშვილი, ართმელაძე), მოხევიშვილი (ჩაჩუა), თევზაძე, შულაია (გიორბელიძე), მაჭარაშვილი (ბიძინაშვილი), იმნაძე (კიკნაძე)
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევრო 2019-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს 1 სექტემბერს შინ პოლონეთის 21-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.