11 ივნისს, ევრო 2017-ისთვის მზადების პროცესში საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ბლაგოევგრადში ბულგარეთის 19-წლამდე ნაკრებთან პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი მე-12 წუთზე შალვა ბურჯანაძემ გაიტანა.
გიორგი ყიფიანის გუნდი ბულგარელებთან მეორე ამხანაგურ შეხვედრას 13 ივნისს გამართავს.
ბულგარეთი U19 0:1 საქართველო U19
ბლაგოევგრადი, „ხრისტო ბოტევი“
ბულგარეთი U19: შეიტანოვი (85’ დულგეროვი), ვაკადლინოვი (46’ დ. ილიევი), დიმიტროვი (62’ ანგელოვი), სტამატოვი (46’ ჟივკოვი), დობრევი, ტილევი, კაბოვი (62’ ივანოვი), კრაცევი, იანკოვი, ტურიტზოვი (22’ ტომბაკი), იანჩევი
სათადარიგო შემადგენლობა: ი. ილიევი
მთავარი მწვრთნელი: ანგელ სტოიკოვი
საქართველო U19: გუგეშაშვილი (79’ კერესელიძე), კახიძე (72’ ბუღრიძე), ბურჯანაძე, ლოჩოშვილი, კობოური, სამურკასოვი (72’ ფოჩხუა), არდაზიშვილი (72’ მალი), კუცია (72’ ჩოგაძე), კოხრეიძე (72’ არველაძე), ჩაკვეტაძე (60’ ქოჩორაშვილი), კვანტალიანი (72’ საღრიშვილი)
სათადარიგო შემადგენლობა: ქაფიანიძე, ხუბაშვილი, ქავთარაძე
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი
გაფრთხილება: 31’ იანკოვი, 33’ კოხრეიძე, 58’ გუგეშაშვილი, 66’ კახიძე, 68’ კუცია, 73’ კრასტევი, 79’ ივანოვი, 85’ დობრევი
გოლი: 0:1 ბურჯანაძე (12)
გაუზიარე