სიახლეები

მოლდოვა 2:2 საქართველო

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

11 ივნისს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე შეხვედრა კიშინიოვში გამართა. მატჩი მოლდოვაში მასპინძელ ნაკრებსა და საქართველოს შორის ფრედ 2:2 დასრულდა. 

გულშემატკივარმა ორი განსვავებული ტაიმი იხილა. პირველი ნახევარი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით 2:0 დასრულდა. გიორგი მაკარიძის კარი მე-15 და 36-ე წუთებზე, რადუ გინსარმა და ალექსანდრუ დედოვმა აიღეს. 

მეორე ტაიმში უპირატესობა ქართველმა ფეხბურთელებმა მოიპოვეს და ანგარიშის გათანაბრება შეძლეს. შეცვლაზე შესულმა გიორგი მერებაშვილმა 65-ე წუთზე სხვაობა შეამცირა, ზუსტად ხუთ წუთში ვაკო ყაზაიშვილმა ანგარიში გაათანაბრა. დარჩენილ დროში ჩვენმა გუნდმა რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე მესამე ქულა მოიპოვა. 

ვლადიმირ ვაისი: "გულშემატკივრებმა საინტერესო ფეხბურთი იხილეს, რომელიც ორი განსხვავებული ტაიმისგან შედგებოდა. უხეში შეცდომების გამო დავისაჯეთ და 0:2-ს ვაგებდით, თუმცა მეორე ნახევარში სულ სხვა ფეხბურთი ვიხილეთ. ცვლილებების შემდეგ თამაშის ხარისხი გაუმჯობესდა. შესაძლოა, პირველ ნახევარში სწორი ტაქტიკა არ შეგვირჩევია. მეტოქის დაღლა გვსურდა, რის შემდეგაც იმ მაღალი კლასის მოთამაშეების გამოყვანა გვსურდა, რომლებსაც სამწუხაროდ სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა აქვთ. ყაზაიშვილი და მერებაშვილი თამაშში კარგად ჩაერთვნენ.

მოგება ორივე გუნდს სურდა, მაგრამ სატურნირო ცხრილში არაფერი შეცვლილა. დადებითი მხოლოდ ის არის, რომ ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა შევძელით და საგოლე მომენტები შევქმენით. 

ფრე ლოგიკური შედეგია, რადგან მოლდოვამ პირველი ტაიმი ითამაშა უკეთ, ჩვენ კი მეორე."

ჩვენი გუნდი მომდევნო ოფიციალურ შეხვედრას 2 სექტემბერს, თბილისში, ირლანდიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.  

მოლდოვა 2:2 საქართველო

კიშინიოვი, „ზიმბრუ არენა“

მოლდოვა: ნამაშკო, პოსმაკი, კარპი (73’ კოჟოკარი), ეპურიანუ, ციგირლაში (77’ რაკუ), ჩებოტარუ, დედოვი, გინსარი, ბორდიანი, ანტონიუკი, ჩოჩუკი (73’ ბუგაევი)

სათადარიგო შემადგენლობა: კოშელევი, პაშცენკო, გრაური, პლატიკა, ანტონი, ბოლოხანი, ანდრონიკი, მიხალიოვი, პოტინრიჩე

მთავარი მწვრთნელი: იგორ დობროვოლსკი

საქართველო: მაკარიძე, უ. ლობჟანიძე (35’ კვეკვესკირი), ტაბიძე, კაშია, კვერკველია, დაუშვილი (46’ ყაზაიშვილი), კანკავა, დვალიშვილი (65’ მერებაშვილი), კაჭარავა, არაბიძე, ნავალოვსკი

სათადარიგო შემადგენლობა: კვასხვაძე, მიგინეიშვილი, არაბული, ს. ლობჟანიძე, გვილია, შერგელაშვილი, ლობჯანიძე, ჯიღაური, კაკაბაძე

მთ. მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

მსაჯები: ანდრეას ეკბერგი (შვედეთი), ფრედერიკ ნილსონი (შვედეთი), მეჰმეტ კულუმი (შვედეთი), გლენ ნიბერგი (შვედეთი)



გაფრთხილება: 79’ არაბიძე, 88’ ბორდიანი, 89’ კანკავა

გოლები: 1:0 გინსარი (15), 2:0 დედოვი (36), 2:1 მერებაშვილი (65), 2:2 ყაზაიშვილი (70)