სიახლეები

მეექვსე ტურის მატჩი: მოლდოვა - საქართველო ზიმბრუ არენაზე

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე შეხვედრას კიშინიოვში გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი მოლდოვაში ჩარტერული რეისით 10 ივნისს ჩავიდა. ქართველმა ფებურთელებმა კიშინიოვში ერთადერთი ვარჯიში, შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე ჩაატარეს. "ზიმბრუ არენაზე" საწვრთნელი პროცესი თითქმის ერთ საათს გაგრძელდა და მასში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

მეკარეები: გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ომარ მიგინეიშვილი (სამტრედია, სამტრედია)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ესბიერგი, დანია), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ,ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ჯემალ ტაბიძე (ურალი, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (ნეფთჩი, აზერბაიჯანი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი,ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი,უნგრეთი), ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), ვაკო ყაზაიშვილი (ლეგია,პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, სკოპიე, მაკედონია), საბა ლობჟანიძე (დინამო,თბილისი) 

თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი (ატირაუ,ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ეთნიკოსი,კვიპროსი), ბაჩანა არაბული (დინამო,თბილისი), ელგუჯა ლობჯანიძე (ორენბურგი,რუსეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი ,უკრაინა) 

ვარჯიშამდე ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა და გიორგი ნავალოვსკიმ მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს პრესკონფერენციაზე უპასუხეს.

ვლადიმირ ვაისი: მოლდოვასთან შეხვედრაში რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაგვაკლდება. ეს წინასწარ ვიცოდით, ვგულისხმობ მჭედლიძეს, ოქრიაშვილს, ჭანტურიას, ხოჭოლავას, ლორიას. მოსამზადებელი პერიოდისას კი, ანანიძეც გამოგვაკლდა. აქედან გამომდინარე შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები იქნება. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ჩვენ ვეცდებით სამი ქულის აღებას. იმიტომ, რომ ჩვენი მეტოქე ისრაელთან ჩატარებული კარგი შეხვედრის შემდეგ ხვალინდელ შეხვედრას კარგ განწყობაზე ხვდება. ვნახოთ, იმედი მაქვს კარგი თამაში გამოვა. სამწვრთნელო შტაბმა და ფეხბურთელებმა ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.სამი სათამაშო სქემა დავამუშავეთ. ჯერ არ ვიცი რომელს გამოვიყენებთ,  სასტარტო შემადგენლობას დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ შევარჩევ. არსებობს გარკვეული კითხვები და ფეხბურთელებს ვარჯიშზე კიდევ ერთხელ დავაკვირდებით. ტაქტიკას რაც შეეხება, ყველაფრის მოფიქრება შეიძლება, მაგრამ შეიძლება ფეხბურთელებმა ვერ შეასრულონ ან მეტოქემ არ მოგცეს ამის საშუალება.  მოლდოვის ნაკრები არ თამაშობს ისე ცუდად როგორი შედეგიც აქვს. იგორ დობროვოლსკი გამოცდილი მწვრთნელია. ისინი 4-2-3-1 ტაქტიკით თამაშობენ. კარგი პრესინგის თამაშიც შეუძლიათ.  ინდივიდუალური შეცდომების გამო მარცხდებიან და ამის გამო არ აქვთ გარკვეული წარმატება. მათ პრესინგს ჩვენც დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, რადგან მოლდოვა საკუთარ სტადიონზე პირველ ნომრად ითამაშებს. როგორც ეს ირლანდიასთან და სერბეთთან სცადეს. ვიდრე გოლს გაუშვებდნენ მოწინააღმდეგეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს. მარტივი მატჩი არ გველის, მაგრამ ჩვენის მხრივ შევეცდებით  წამყვანი მოთამაშეების გარეშე კარგი თამაში ვაჩვენოთ. აქ არიან ფეხბურთელები , რომლებსაც დარწმუნებული ვარ მეტი აგრესიის გამოვლენა შეუძლიათ და წარმატების მოტანა. 

გიორგი ნავალოვსკი: დიდი დანაკლისია წამყვანი ფეხბურთელების არ ყოფნა,მაგრამ კარგი შეკრება გავიარეთ და ბიჭები ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სამი ქულა ავიღოთ და აქედან გამარჯვებულები წავიდეთ.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ჯგუფში, საქართველოს ხუთი ტურის შემდეგ ორი ქულა აქვს, მოლდოვა კი ერთი ქულით ჯგუფის ბოლო ადგილზე იმყოფება.

საქართველოსა და მოლდოვას პირველი  მატჩი, გასული წლის 12 ნოემბერს, თბილისში ფრედ 1:1 დასრულდა. 

მეექვსე ტურის მატჩი 11 ივნისს ადგილობრივი დროით 19 საათზე დაიწყება. (თბილისის დროით 20 საათზე). შეხვედრის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

{"preview_thumbnail":"","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=Bk_03NOJRtA","settings":{"responsive":1,"width":"560","height":"315","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}



{"preview_thumbnail":"","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=tfLEQbQ6T64","settings":{"responsive":1,"width":"560","height":"315","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}