სიახლეები

19-წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის მოხალისეთა შერჩევა გრძელდება

სფფ
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 2017 წლის ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატისათვის მოხალისეთა შერჩევას იწყებს
თუ ხარ 16 წლის და მეტის, გსურს მიიღო უნიკალური გამოცდილება და და გახდე საქართველოში დაგეგმილი დიდი საფეხბურთო მოვლენის თანამონაწილე, ჩამოტვირთე სააპლიკაცო ფორმა, შეავსე სრულად და არაუგვიანეს 15 ივნისისა გამოგვიგზავნეთ მისამართზე [email protected]

გთხოვთ აპლიკაციის ფორმა ჩამოტვირთოთ აქ და აქ გახსნათ ამ პროგრამით: Adobe Acrobat Reader ან Microsoft Word.

მოხალისეთა შერჩევა მათ მიერ შევსებული აპლიკაციების მიხედვით და გასაუბრების საფუძველზე მოხდება. 

2-დან 15 ივლისის ჩათვლით, მოხალისეები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ამ დიდი საფეხბურთო მოვლენის ორგანიზებაში.

19-წლამდე საფეხბურთო ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის მატჩები თბილისსა და გორში გაიმართება. ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის რვა ნაკრების - საქართველოს, პორტუგალიის, შვედეთის, ჰოლანდიის, ინგლისის, გერმანიის, ბულგარეთისა და ჩეხეთის მომავალი საფეხბურთო ვარსკვლავები იბრძოლებენ.
 
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ : 597084074