სიახლეები

5 ივნისს ვლადიმირ ვაისი პრესკონფერენციას გამართავს

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი  5 ივნისს, 13 საათზე მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხებს. ვლადიმირ ვაისის პრესკონფერენცია სასტუმრო "ჰუალინგში" გაიმართება. ნაკრებმა 4 ივნისს კვლავ არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. გუნდს დღეს გიორგი მერებაშვილი შეუერთდა. ლეგიონერები,რომლებსაც საკლუბი მატჩების გამო საწვრთნელი შეკრების საწყისი დღეები გაუცდათ, ორშაბათიდან ნაკრებთან ერთად ივარჯიშებენ. 5 ივნისს დაგეგმილ სავარჯიშო პროცესში ეროვნულ გუნდში გამოძახებული ყველა ფეხბურთელი მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ომარ მიგინეიშვილი (სამტრედია, სამტრედია) 

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ესბიერგი, დანია), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ,ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ჯემალ ტაბიძე (ურალი, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (ნეფთჩი, აზერბაიჯანი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ლაშა დვალი (ირტიში,ყაზახეთი) 

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი,ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი,უნგრეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო,თბილისი), ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი,რუსეთი) , ვაკო ყაზაიშვილი (ლეგია,პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი) 

თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი (ატირაუ,ყაზახეთი),ნიკა კაჭარავა (ეთნიკოსი,კვიპროსი), ბაჩანა არაბული (დინამო,თბილისი), ელგუჯა ლობჯანიძე (ორენბურგი,რუსეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი ,უკრაინა)

ამხანაგური მატჩი საქართველოსა და სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრებებს შორის, 7 ივნისს, 20:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. თამაშზე დასწრება თავისუფალია

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი მოლდოვასა და საქართველოს შორის, 11 ივნისს, კიშინიოვში შედგება. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.