სიახლეები

საქართველოს ნაკრებმა მატჩებისთვის მზადება დაიწყო

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგური და ოფიციალური მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ეროვნული ნაკრები სასტუმრო ჰუალინგში დღეს არასრული შემადგენლობით შეიკრიბა. ს.კ."ზესტაფონის" საწვრთნელ ბაზაზე ეროვნულმა გუნდმა 15 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა.
 
მეკარე: გიორგი მაკარიძე (მორეირეირენსე, პორტუგალია)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ესბიერგი, დანია), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ჯემალ ტაბიძე (ურალი, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (ნეფთჩი, აზერბაიჯანი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი,ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი,უნგრეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო,თბილისი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი,რუსეთი)

თავდამსხმელები:  ნიკა კაჭარავა (ეთნიკოსი,კვიპროსი), ბაჩანა არაბული (დინამო,თბილისი), ელგუჯა ლობჯანიძე (ორენბურგი,რუსეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი ,უკრაინა)

საქართველოს ეროვნულ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელები,რომლებმაც დღეს საკლუბო მატჩები ჩაატარეს, ნაკრებს 3 ივნისიდან შეურთდებიან. ლეგიონერები,რომლებსაც შაბათ-კვირას საკლუბო მატჩები აქვთ დაგეგმილი, საქართველოში 5 ივნისს ჩამოვლენ. 

საქართველოსა და სენტ კიტსის ამხანაგური მატჩი 7 ივნისს, 20:00 საათზე მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. 11 ივნისს, 19:00 საათზე (თბილისის დროით 20:00 საათზე) მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა მოლდოვასა და საქართველოს ნაკრებებს შორის კიშინიოვში შედგება.

გთავაზობთ საქართველოს ნაკრების უახლოეს ორ მატჩში გამოძახებული ფეხბურთელების სრულ შემადგენლობას.

მეკარეები: გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ომარ მიგინეიშვილი (სამტრედია, სამტრედია) 

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ესბიერგი, დანია), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ,ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ჯემალ ტაბიძე (ურალი, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (ნეფთჩი, აზერბაიჯანი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ლაშა დვალი (ირტიში,ყაზახეთი) 

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი,ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი,უნგრეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო,თბილისი), ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი,რუსეთი) , ვაკო ყაზაიშვილი (ლეგია,პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი) 

თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი (ატირაუ,ყაზახეთი), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ნიკა კაჭარავა (ეთნიკოსი,კვიპროსი), ბაჩანა არაბული (დინამო,თბილისი), ელგუჯა ლობჯანიძე (ორენბურგი,რუსეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი ,უკრაინა)