სიახლეები

ბათუმის "დინამო" ჩემპიონთა თასს გამოეთიშა

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

1 ივნისს, ბათუმის "დინამოს" პლაჟის ფეხბურთის გუნდმა 2017 წლის ჩემპიონთა თასის მერვერდფინალური შეხვედრა გამართა.

ბათუმელთა მეტოქე პლაჟის ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდი, ჩემპიონთა თასის ორგზის გამარჯვებული "კრისტალი" გახლდათ. დაძაბულ შეხვედრაში "დინამო" 2:4 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.