პლაჟის ფეხბურთში ჩემპიონთა თასის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში ბათუმის "დინამომ" რომის "ლაციოსთან" დამატებით დროში წააგო. ძირითადი დრო 3:3 მორჩა, დამატებით ტაიმში კი იტალიელებმა ორი უპასუხო გოლის გატანა შეძლეს.
30 მაისს, ბათუმელები ყაზახურ "არმანის" შეხვდებიან, რომელმაც პირველ ტურში ინგლისურ "სენტ ნოეტსს" 7:4 აჯობა.
მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე