დღეს პორტუგალიის ქალაქ ნაზარეში 2017 წლის ევროპის ჩემპიონთა თასი იწყება პლაჟის ფეხბურთში. ფინალურ ეტაპზე მონაწილე საუკეთესო 36 გუნდს შორისაა საქართველოს ჩემპიონი ბათუმის „დინამო“, რომელიც პირველ მატჩს დღეს, 19:30 საათზე (თბილისის დროით) რომის „ლაციოს“ წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს სფფ-ის ოფიციალურ ვებგვერდზე შემოგთავაზებთ.
ტურნირის რეგლამენტით, 9 ოთხგუნდიანი ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე პირველადგილოსნები და 7 საუკეთესო მეორეადგილოსანი გადიან. ბათუმელებთან ერთად ჯგუფში „ლაციოს“ გარდა ინგლისური „სენტ ნოეტსი“ და ყაზახური „არმანი“ მოხვდნენ.
მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე