სიახლეები

19-წლამდელები შეკრებას ბულგარეთში გაივლიან

გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში საქართველოს 19-წლამდე ნაკრებს 10-დღიანი შეკრება დაუგეგმა ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში.

გიორგი ყიფიანის გუნდი შეკრებას 5-14 ივნისს გაივლის და თან ორ ამხანაგურ მატჩსაც გამართავს ბულგარეთის ნაკრებთან. შეხვედრები 11 და 13 ივნისსაა დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის გახსნის მატჩს საქართველოს 19-წლამდე ნაკრები 2 ივლისს გორში ჩაატარებს პორტუგალიის წინააღმდეგ.