საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სპორტის მენეჯმენტის მაგისტრატურის სტუდენტებს შეხვდება. შეხვედრა 2017 წლის 25 მაისს უნივერსიტეტში გაიმართება და 14:00 საათზე დაიწყება. ლევან კობიაშვილი, სტუდენტების მიერ გამოხატული ინტერესის შესაბამისად, ფეხბურთში გატარებულ რეფორმებსა და მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე ისაუბრებს. შეხვედრას, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ლექტორები და პროფესორ მასწავლებლები დაესწრებიან.
ამასთან, უნივერსიტეტში 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის თასს მიიტანენ და 25 მაისს მსურველებს თასთან ფოტოს გადაღების შესაძლებლობა ექნებათ.
სფფ
გაუზიარე