სიახლეები

საქართველოს გოგონათა 18-წლამდე ნაკრები ყაზახეთში მიემგზავრება

ფუტსალი
გაუზიარე

17-20 მაისს, საქართველოს 18-წლამდე გოგონათა ნაკრები ყაზახეთის ქალაქ შიკმენტში გასამართ უეფას განვითარების თასში მიიღებს მონაწილეობას. ჩვენი გუნდის მეტოქეები უკრაინის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის 18-წლამდე ნაკრებები იქნებიან. გივი კვარაცხელიას გუნდი ყაზახეთში 13 მაისს გაემგზავრება და ტურნირისთვის მზადებას ადგილზე გააგრძელებს. გახსნით შეხვედრაში, რომელიც 17 მაისს გაიმართება, ჩვენი გოგონების მეტოქე- მასპინძელი ყაზახეთის ნაკრები იქნება.

18-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გივი კვარაცხელიამ მინსკში 18 ფეხბურთელს უხმო:

მეკარეები: თათია გაბუნია („ლანჩხუთი“, ლანჩხუთი), თამარ საბიაშვილი („თბილისი“, თბილისი)

მცველები: მარიამ კალანდაძე („ლანჩხუთი“, ლანჩხუთი), დარინა ანთაძე („დინამო“, ბათუმი), ნინო ჩხარტიშვილი („ლანჩხუთი“, ლანჩხუთი), მარიამ ჯანიკაშვილი („თბილისი“, თბილისი), ანი მინაძე („თბილისი“, თბილისი), ანა ჯოჯუა („თბილისი“, თბილისი), ნინო ფერაძე („ლედი გორი“, გორი)

ნახევარმცველები: ირინა ხაბურზანია („მართვე“, ქუთაისი), ამელია ხანდაზიანი („ნორჩი დინამო“, თბილისი), სალომე დიმოპულუ („თბილისი“, თბილისი), მანონი საღარაძე („ლანჩხუთი“, ლანჩხუთი)

თავდამსხმელები: ნადეჟდა ნაკვეთაური („ბახტრიონი“, ახმეტა), ანა კირვალიძე („თბილისი“, თბილისი), თამარ ეპიტაშვილი („თბილისი“, თბილისი), ნინო ჭუჭულაშვილი („ლედი გორი“, გორი), სოფიკო ნარსია („თბილისი“, თბილისი)