7 მაისს, საქართველოს გოგონათა 16-წლამდე ნაკრებმა მინსკში მიმდინარე უეფას განვითარების თასზე ბოლო შეხვედრა გამართა. ამჯერად ქართველი გოგონების მეტოქე ლატვიის 16-წლამდე ნაკრები გახლდათ. შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვებით 2:0 დასრულდა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან გოლით ანასტასია ბოლქვაძე გამოირჩა. ერთი ბურთი კი ლატვიელებმა საკუთარ კარში ჩაჭრეს.
მთავარმა მწვრთნელმა გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა:
გაბელაია, მინაძე, ჯოჯუა, რაუხი, ქადაგიშვილი, აკობიძე, დანელია, ეჯიბია (38’ გოცირიძე, 64’ მწყერაშვილი), ბოლქვაძე, ბებია, წოწერია (52’ ფერაძე)
მოპოვებული გამარჯვებით საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა 4 ქულა დააგროვა და განვითარების თასზე მეორე ადგილი დაიკავა.
ფუტსალი
გაუზიარე