სიახლეები

ბელარუსი ქ U16 1:0 საქართველო ქ U16

ფუტსალი
გაუზიარე

საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა მინსკში მიმდინარე უეფას განვითარების თასზე მეორე შეხვედრა გამართა. ამჯერად ქართველი გოგონები მასპინძელ, ბელარუსის 16-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდნენ და მინიმალური ანგარიშით, 1:0 დამარცხდნენ. შეხვედრის ერთადერთი გოლი, ანასტასია ჟალიაზნიაკოვას ანგარიშზეა.

საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზა:

გაბელაია, მინაძე, ჯოჯუა, რაუხი, ქადაგიშვილი, დანელია, ბოლქვაძე (53’ წულაია), გოცირიძე (61’ ჩირგაძე), ცაავა (14’ ეჯიბია), ბებია (61’ აკობიძე), წოწერია (44’ მწყერაშვილი)

გივი კვარაცხელიას გუნდი ტურნირის ბოლო შეხვედრას 7 მაისს, ლატვიის 16-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.