სიახლეები

საქართველო U18 4:2 უზბეკეთი U18

გაუზიარე

საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა უზბეკ თანატოლებთან და 4:2 იმარჯვა. შეხვედრა ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" შედგა და ქართველთა უპირატესობით წარიმართა.

ვასილ მაისურაძის გუნდიდან გოლებით აკაკი ქიმერიძე (4, 45), ბექა ქავთარაძე (15) და მიხეილ ერგემლიძე (54) გამოირჩნენ.

მთავარმა მწვრთნელმა უზბეკებთან პირველ მატჩში ასეთი შემადგენლობა ათამაშა:

ბულისკერია, კიკალიშვილი, ანდრონიკაშვილი, კასრელიშვილი (ქაფიანიძე 65), ნიკოლეიშვილი (ხარაბაძე 73), ძებნიაური (ოზბეთელაშვილი 65), სილაგაძე (ივანიაძე 78), დარცმელია (შეწირული 78), ქავთარაძე (ქოჩორაშვილი 65), ქიმერიძე, ერგემლიძე (ბაბუნაძე 87)

მეორე ამხანაგურ მატჩს საქართველოს და უზბეკეთის 18-წლამდე ნაკრებები 4 მაისს 17 საათზე მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე გამართავენ.