2-7 მაისს, საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები, ევრო 2018-ის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების პროცესში, მინსკში გასამართ უეფას განვითარების თასში მიიღებს მონაწილეობას. ჩვენი გუნდის მეტოქეები ბელარუსის, ლატვიისა და მოლდოვის 16-წლამდე ნაკრებები იქნებიან. გივი კვარაცხელიას გუნდი უკვე მინსკშია და ტურნირის პირველი მატჩისთვის, რომელიც 3 მაისს გაიმართება, ადგილზე ემზადება. გახსნით შეხვედრაში ჩვენი გოგონების მეტოქე მოლდოვის ნაკრები იქნება.
16-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გივი კვარაცხელიამ, მინსკში 18 ფეხბურთელს უხმო:
მეკარეები: ლანა მჟავია („ლანჩხუთი“), სვეტლანა გაბელაია („ლედი გორი“)
მცველები: ანა მინაძე („თბილისი“), ანა ჯოჯუა („თბილისი“), ელენე რაუხი („თბილისი“), გვანცა ქადაგიშვილი („ნორჩი დინამო“), ქეთევან ცაავა („მართვე“, ქუთაისი)
ნახევარმცველები: ანა აკობიძე („თბილისი“), ნათია დანელია („თბილისი“), მეგი ეჯიბია („თბილისი“), მეგი გოცირიძე („კოლხეთი“, ხობი), მაიკო ბებია („თბილისი“), ანა წულაია („კოლხეთი“, ხობი), ეკატერინე ჩირგაძე („მართვე“, ქუთაისი)
თავდამსხმელები: ანასტასია ბოლქვაძე („თბილისი), ლიზი მწყერაშვილი („თბილისი“), ნინო ფერაძე („ლედი გორი“), ნათელა წოწერია („ლანჩხუთი“)
საქართველოს 16-წლამდე ნაკრები ევრო 2018-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს 25 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით პორტუგალიაში გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქეები ადგილობრივი ნაკრების გარდა, ჩრდილოეთ ირლანდია და ავსტრია იქნებიან.
ფუტსალი
გაუზიარე