30 ივლისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და ვიცე-პრეზიდენტი ნიკა ჯღარკავა გურიას ესტუმრებიან.
12:30 საათზე ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები ოზურგეთის ცენტრალურ სტადიონზე, კომპანია „ნენასა“ და „კახეთის ტრადიციული მეღვინეობის“ დამფუძნებელთან - ზურაბ ჩხაიძესთან ერთად შეხვდებიან ოზურგეთის საფეხბურთო გუნდ „მერცხალსა“ და ჩოხატაურის „ბახმაროს“.
ამავე დღეს გაიმართება შეხვედრა ადგილობრივ ბავშვთა საფეხბურთო გუნდებთან. ოზურგეთში შეხვედრამდე ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები ლანჩხუთს ესტუმრებიან.
სფფ
გაუზიარე