საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მინსკში უეფას განვითარების თასზე პირველი მატჩი გამართა. დიდი უპირატესობის მიუხედავად, გიორგი ნემსაძის შეგირდები უგოლოდ დაშორდნენ მეტოქეს, თუმცა რეგლამენტით გათვალისწინებულ პენალტების სერიაში 5:3 იყოჩაღეს და დამატებით ბონუს ქულაც მოიპოვეს.
ტურნირის მომდევნო შეხვედრას ჩვენი 17-წლამდე ნაკრები 29 აპირლს ჩაატარებს მასპინძელ ბელარუსთან, რომელიც დღეს ლატვიასთან 0:2 დამარცხდა.
მოლდოვასთან მწვრთნელმა ასეთი შემადგენლობა ათამაშა:
ხარშილაძე, კაპანაძე, გელაშვილი, ჯანგიძე (აბზიანიძე), აზაროვი, ჩოთალიშვილი, მექვაბიშვილი (იაკობიძე), ჩარკვიანი (მოისწრაფიშვილი), კვარაცხელია, დავითაშვილი (ჯანგველაძე), გულიაშვილი.
გაუზიარე