28 აპრილს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ მეოთხედფინალში თამაშის უფლება ლიგა 3-ის სამმა კლუბმა მოიპოვა. მათთან ერთად, აღნიშნულ ეტაპზე ეროვნული ლიგის ხუთი კლუბი იასპარეზებს. თასის ნახევარფინალში გამსვლელი გუნდები ტრადიციულად ერთმატჩიანი დაპირისპირებით გამოვლინდებიან.
გაუზიარე