სიახლეები

მწვრთნელთა განათლების c ლიცენზიის კურსები დაიწყო

გაუზიარე

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედია ცენტრში მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის ახალი კურსი დაიწყო. მონაწილეებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, კახა ჭუმბურიძე და სფფ-ის რეგიონთა და ახალგაზრდული ფეხბურთის განყოფილების ხელმძღვანელი, გოჩა თამაზაშვილი შეხვდნენ, კურსის მნიშვნელობა გააცნეს და წარმატებული სასწავლო პროცესი უსურვეს

მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი 10 დღის განმავლობაში ჩატარდება და მოიცავს როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ კომპონენტს. ამ ეტაპზე სწავლებას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან 25 ლიცენზიის მაძიებელი გაივლის.

აღნიშნული კურსი მწვრთნელთა განათლების პროგრამის პირველი საფეხურია, რის შემდეგაც 1 წლის სამუშაო სტაჟის მქონე მწვრთნელებს უკვე საშუალება ექნებათ უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსზე გააკეთონ განაცხადი.