საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ცენტრალური და რეგიონული ტელევიზიების წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს.
2017 წლის 20 აპრილს, 16:00 საათზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ფედერაციის ხელმძღვანელები ეროვნული ლიგის გაშუქებასთან დაკავშირებული სატელევიზიო უფლებების თაობაზე დაინტერესებული ტელევიზიების წარმომადგენლებთან დახურულ შეხვედრას გამართავენ.
ცენტრალური და რეგიონული ტელევიზიების წარმომადგენლებს ვთხოვთ, 19 აპრილის ჩათვლით დაგვიკავშირდნენ ელექტრონულ მისამართზე [email protected] და მოგვწერონ იმ პირის (პირების) ვინაობა, ვინც დაესწრება აღნიშნულ შეხვედრას.
სფფ
გაუზიარე