სიახლეები

მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსები იწყება

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აგრძელებს მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის სასწავლო კურსს. სწავლება 2017 წლის 26 აპრილს დაიწყება. მსურველებმა განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, რათა გახდნენ მომდევნო სასწავლო კურსის მონაწილეები.

ლიცენზირების მსურველებმა სფფ-ის შესაბამის განყოფილებაში უნდა წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები:

1) პირადი განცხადება
2) CV
3) 2 ფოტოსურათი (3/4) 
4) ცნობა ჯანმრთელობის შესახებ
5) ცნობა პოლიციიდან ნასამართლეობის შესახებ
6) ცნობა ნარკოლოგიურიდან 
7) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი

სასწავლო კურსის ღირებულება 400 ლარია. 

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ მწვრთნელთა ლიცენზირების მენეჯერს - ეკა ნადირაშვილს  291 26 70; 291 37 33 და 595 12 12 19.