სიახლეები

ქალთა საკვალიფიკაციო ეტაპის შესარჩევი რაუნდი დასრულდა

ფუტსალი
გაუზიარე
თბილისში, მსოფლიოს 2019 წლის ქალთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შესარჩევი რაუნდი დასრულდა. ჯგუფის მესამე შეხვედრაში საქართველო-ლატვიას დაუპირისპირდა, მატჩი 1:1 დასრულდა. ყაზახეთმა ესტონეთს მინიმალური ანგარიშით 1:0 სძლია. პირველი ჯგუფის გამარჯვებული 7 ქულით ყაზახეთის ქალთა ეროვნული ნაკრები გახდა. მეორე ადგილზე 5 ქულით ლატვიის ნაკრები გავიდა. ქართველმა გოგონებმა 4 ქულით მესამე ადგილი დაიკავეს, ესტონეთმა კი ჯგუფური ეტაპის ყველა შეხვედრა წააგო და ასპარეზობა ქულის გარეშე დაასრულა.

საკვალიფიკაციო ეტაპის შესარჩევ რაუნდში 16 ნაკრები მონაწილეობდა. მომდევნო ეტაპის საგზური კი მხოლოდ ხუთმა გუნდმა მოიპოვა. ყაზახეთის, ალბანეთის, ისრაელის, ფარერის კუნძულებისა და მოლდოვას ქალთა ნაკრებები, მიმდინარე წლის შემოდგომიდან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებენ.


ლატვია ქ 1:1 საქართველო ქ

თბილისი, „მიხეილ მესხი“

ლატვია ქ: იბრაგიმოვა, კრუმინა, პროპოშინა, სპრუნტულე, გირჟდა (66’ ვაციეტე), როჩანე, ფედოტოვა, ვოიტანე, შევცოვა, ფიოდოროვა, მიკსონე

მთ. მწვრთნელი:
დიძის მატისი

საქართველო ქ: სუხაშვილი, პასიკაშვილი, ჩხარტიშვილი, შახკულიანი, ბაქრაძე, გაბელია, დანელია (83’ შენგელია), სხირტლაძე, სუთიძე, დოლიძე (72’ გორგაძე), ჩემინავა (66’ ჭიჭინაძე)

მთ. მწვრთნელი:
ლევან ბაჯელიძე

მსაჯები: ივანა პროიკოვსკა, ვიოლცა იზეირი, სლავომირა მაიკუტოვა, ზუზანა კოვაჩოვა

გაფრთხილება: 35’ დანელია, 52’ პასიკაშვილი, 62’ სხირტლაძე

გოლები: 0:1 დანელია (19), 1:1 მიკსონე (45)



ესტონეთი ქ 0:1 ყაზახეთი ქ

თბილისი, „მიხეილ მესხი 2“

ესტონეთი ქ: სტრიგინი, პაულუსი, ლოო (82’ ტამმიკი), კუბასოვა (77’ აარნა), ბანიკოვა, ზლიდნისი, როსენი (70’ ტოომი) ვალსი, ოუნპუუ, რუტკოვსკაია

მთ. მწვრთნელი:
ინდრეკ ზელინსკი

ყაზახეთი ქ: ჟელეზნიაკი (60’ გრებენიუკი), ჟანატაიევა, კირგიზბაიევა, კრასიუკოვა, ვილდანოვა, კარიბაიევა (89’ ხაირულინა), ბორტნიკოვა, ნიკოლაიენკო (90’ გაისტენოვა), ბაბშუკი, მიასნიკოვა, აიტიმოვა

მთ. მწვრთნელი: აიტპაი ჯამანტაიევი

მსაჯები: ელენი ლამპადარიუ, ანდრონიკი ნიოტი, ხათუნა მაისურაძე, ქეთევან გაიპარაშვილი

გოლი: 0:1 ნიკოლაიენკო (62)