სიახლეები

საქართველოს ფუტსალის ნაკრების გადამწყვეტი მატჩი

ფუტსალი
გაუზიარე

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მეინ რაუნდის ბოლო მატჩამდე ოლიმპიურ სასახლეში ივარჯიშა. ავთანდილ ასათიანის გუნდი იტალიასთან შეხვედრას ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება. საწყისი ორ ტურში იტალიამ ზედიზედ ორი მატჩი მოიგო, ჯგუფის ლიდერია და ევროპის ჩემპიონატის საგზური უკვე მოიპოვა. საქართველოს ნაკრები კი ორი ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, მეორე ადგილზე იმყოფება და პლეიოფში გასვლისთვის იბრძვის.  

მეინ რაუნდის დასკვნითი, მესამე ტურის მატჩები 11 აპრილს გაიმართება. მესამე-მეოთხე ადგილზე მყოფი ჰოლანდია და ბელარუსი, ერთმანეთს 15:30 საათზე დაუპირისპირდება. საქართველოსა და იტალიის ნაკრებების დაპირისპირება კი 18:00 საათზე შედგება. შეგახსენებთ,რომ მეორე ადგილზე გასული ნაკრებები და ერთი საუკეთესო მესამე პოზიციის მქონე გუნდი, სექტემბერში პლეიოფში დაუპირისპირდება ერთმანეთს. 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს სლოვენია უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა 

მეკარეები: ზვიად კუპატაძე („ტტგ იუგრა“, რუსეთი), ჯაბა ჯამბურია („ტატიშვილი“, თბილისი) 

წინა ხაზი: შოთა ჭანუყვაძე („ტატიშვილი“, თბილისი), მურთაზ კაკაბაძე („ტატიშვილი“, თბილისი), ლევან კობაიძე („ტატიშვილი“, თბილისი), ზურაბ ლუკავა („ტატიშვილი“, თბილისი), დავით ბობოხიძე („ტატიშვილი“, თბილისი), შოთა თოფურია („სტუ-თელასი“, თბილისი), კახა მაისაია („სტუ-თელასი“, თბილისი), ნიკოლოზ კურტანიძე („პსპ“, თბილისი), გიორგი ნიშნიანიძე („სპარტაკი“, მოსკოვი, რუსეთი), ირაკლი თოდუა („ბჩ“, გომელი, ბელარუსი), ვახო ჯვარაშვილი („ბჩ“, გომელი, ბელარუსი), არჩილ სებისკვერაძე („ლიდსელმაში“, ლიდა, ბელარუსი), რონინიო და სილვა („აელ“, ლიმასოლი, კვიპროსი) 

ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბი: მთავარი მწვრთნელი - ავთანდილ ასათიანი; მთავარი მწვრთნელის ასისტენტები - არჩილ ბოკერია, ბესიკ არველაძე; ადმინისტრატორი - ამირან ცხომარია.