სიახლეები

19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის წილისყრა

სფფ
გაუზიარე

13 აპრილს, თბილისში 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის წილისყრა გაიმართება, ღონისძიებას საქართველოში დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდების წარმომადგენლები და უეფას ოფიციალური პირები დაესწრებიან. ევროპის ჩემპიონობისთვის 2-15 ივლისს, საქართველოსთან ერთად, ბულგარეთის,ჩეხეთის, ინგლისის,გერმანიის,ჰოლანდიის,პორტუგალიისა და შვედეთის 19-წლამდე ნაკრებები იბრძოლებენ. დაგეგმილია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის სიტყვით გამოსვლა. 

წილისყრა 13 აპრილს, 14:00 საათზე სასტუმრო ჰუალინგში შედგება. ღონისძიების აკრედიტაციის მიღების მსურველმა მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ,12 აპრილის ჩათვლით ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურს მიმართეთ წერილობით - [email protected]. გთხოვთ გაითვალისწინოთ,რომ თითოეულ მედია ორგანიზაციაზე შესაძლებელია მხოლოდ ორი მედია აკრედიტაციის გაცემა.