სიახლეები

ქალთა ნაკრები წლის პირველი ოფიციალური მატჩისთვის ემზადება

ფუტსალი
გაუზიარე

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები წლის პირველ ოფიციალურ შეხვედრას 6 აპრილს გამართავს. მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შესარჩევი რაუნდის მატჩებს, ქართველი გოგონები თბილისში ჩაატარებენ. ა ჯგუფში მომდევო ეტაპის საგზურისთვის საქართველოს, ესტონეთის, ყაზახეთისა და ლატვიის ნაკრებები იბრძოლებენ. მატჩები მესხის სახელობის სტადიონზე 6, 8 და 11 აპრილს შედგება. საფრანგეთის მსოფლიო ჩემმპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურს, ჯგუფის გამარჯვებულებთან ერთად ოთხ ჯგუფში საუკეთესო შედეგის მქონე ერთი მეორეადგილოსანი ნაკრებიც მოიპოვებს.

გთავაზობთ მატჩების განრიგს

6 აპრილი
14:00 ესტონეთი - ლატვია (მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანი)
16:00 ყაზახეთი - საქართველო (მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის ცენტრალური მოედანი)

8 აპრილი
14:00 ყაზახეთი - ლატვია (მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანი)
16:00 საქართველო - ესტონეთი (მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის ცენტრალური მოედანი)

11 აპრილი
16:00 ესტონეთი - ყაზახეთი (მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანი)
16:00 ლატვია - საქართველო (მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის ცენტრალური მოედანი)

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: 

მეკარეები: თეონა სუხაშვილი („ერეგლი ბელედიესპორი“, თურქეთი), თათია გაბუნია („ლანჩხუთი“), თინათინ ჯიჯეიშვილი („ლანჩხუთი“)

მცველები: ნათია სხირტლაძე („ლედი გორი“), ნინო სუთიძე („ატაშეჰირ ბელედიესპორი“, თურქეთი), ნინო ჩხარტიშვილი („ლანჩხუთი“), თამარ დოლიძე („აჭარა“), თამარ ქველიძე („კიტ კარლსრუე“, გერმანია), მარიამ კალანდაძე („ლანჩხუთი“), ქრისტინე შახკულიანი („მართვე“, ქუთაისი) თინათინ თევდორაძე („ლედი გორი“)

ნახევარმცველები: ნინო პასიკაშვილი („ატაშეჰირ ბელედიესპორი“, თურქეთი), თეონა ბაქრაძე („ერეგლი ბელედიესპორი“, თურქეთი), მარიამ დანელია („თბილისი“), ლანა გორგაძე („მართვე“, ქუთაისი), მაია ნასყიდაშვილი („ივერია“, ხაშური), ანა კულდონაშვილი („თბილისი“), მარიამ ბასილაძე („ნორჩი დინამო“, თბილისი), თამთა შენგელია („მართვე“, ქუთაისი)

თავდამსხმელები: ანა ჩემინავა („ჟალგირისი“, ლიტვა), ხატია ჭყონია („ატაშეჰირ ბელედიესპორი“, თურქეთი), გულნარა გაბელია („ბიიკ კაზიგურტი“ ყაზახეთი), ლელა ჭიჭინაძე („ატაშეჰირ ბელედიესპორი“, თურქეთი)

მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: გთხოვთ, აკრედიტაციების მისაღებად მობრძანდეთ 6 აპრილს, 12:00 საათიდან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე.