სიახლეები

21-წლამდე ნაკრები: სტუმრად ბულგარეთი და მონტენეგრო, შინ სერბეთი

გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აგრძელებს ამხანაგურ მატჩებზე აქტიურ მუშაობას და მორიგი შეთანხმებებიც მიღწეულია - ჩვენი 21-წლამდე გუნდი 8 ივნისს ბულგარეთს ესტუმრება, ხოლო 5 სექტემბერს სერბეთს უმასპინძლებს. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სექტემბერში ევრო 2019-ის შესარჩევ ციკლს იწყებს და მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში გია გეგუჩაძის გუნდს წლეულს აქამდე სამი ამხანაგური მატჩი ჰქონდა დაგეგმილი - 22 და 25 მარტს თბილისში ისლანდიას უმასპინძლა (3:1 და  4:4), ხოლო 12 ივნისს ახლა უკვე ბულგარეთთან სპარინგის შემდეგ ეწვევა მონტენეგროს.