სიახლეები

თბილისი U13 4:1 მაგდებურგი U13

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

„რეგიონთა თასის“ გამარჯვებულმა, თბილისის გუნდმა გერმანიაში კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა. ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მაგდებურგელი თანატოლები ამხანაგურ შეხვედრაში 4:1 დაამარცხეს.

ვიზიტის ბოლო დღეს რეგიონთა თასის გამარჯვებულები ბუნდესლიგის მატჩს "ჰერტა" - "ჰოფენჰეიმს" დაესწრნენ, მანამდე ახალგაზრდა ფეხბრუთელები ჰერტას აკადემიას სტუმრობდნენ, სადაც აკადემიის ფეხბურთელებთან ამხანაგურ მატჩში 7:1 გაიმარჯვეს.

13-წლამდელთა „რეგიონთა თასი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2016 წელს, ფიფას მხარდაჭერით, პირველად ჩაატარა ა. ახალგაზრდა ფეხბურთელებთან შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე 20 მწვრთნელი მუშაობდა, რომელთაც გადამზადების კურსები , საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოწვევით, ფიფას მწვრთნელთა ინსტრუქტორმა – კიმ პაულსენმა ჩაუტარა. გათამაშების ფინალი თელავში, გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე გაიმართა, სადაც თბილისის გუნდმა გამარჯვებულის ტიტულთან ერთად გერმანიის საგზური მოიპოვა. ვიზიტი გერმანიაში დღეს დასრულდა.