სიახლეები

საქართველო 5:0 ლატვია

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

28 მარტს, საქართველოს ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში ლატვიას დაუპირისპირდა. შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების სრული უპირატესობით წარიმართა და დამაჯერებელი გამარჯვებით 5:0 დასრულდა.

ანგარიში მე-18 წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით ჯანო ანანიძემ გახსნა. ჯვაროსნების უპირატესობა 33-ე წუთზე ორამდე გაიზარდა, ჯანო ანანიძის კუთხურის ჩამოწოდების შემდეგ, ეფექტური დარტყმით მეტოქეს გიორგი ქვილითაიამ გაუტანა. შემტევმა 68-ე წუთზე დუბლი შეასრულა. ლატვიელთა კარში მეოთხე გოლის ავტორი ჯანო ანანიძე გახდა, ნახევარმცველმა უზუსტესი შორეული დარტყმით მოახერხა შტეინბორსის კარის აღება. საბოლოო ანგარიში მატჩის ბოლო წუთზე დაფიქსირდა, საჯარიმო დარტყმით გიორგი არაბიძემ ეროვნულ გუნდში სადებიუტო გოლი გაიტანა.

შეხვედრას საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტები, გიორგი მარგველაშვილი და  რაიმონდს ვეიონისი ესწრებოდნენ.
s

საქართველოს ეროვნული ნაკრები მორიგ მატჩს 11 ივნისს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, სტუმრად მოლდოვას წინააღმდეგ გამართავს.

საქართველო 5:0 ლატვია

თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“


საქართველო
მაკარიძე, ლობჟანიძე, კაშია, ხოჭოლავა, ანანიძე (83’ ყაზაიშვილი), დვალიშვილი (63’ კობახიძე), კვეკვესკირი, ქვილითაია (78’ კაჭარავა), გვილია (36’ კიტეიშვილი), ჯიღაური (63’ არაბიძე), ნავალოვსკი (78’ ტაბიძე)

მთ. მწვრთნელივლადიმირ ვაისი

ლატვიავანინსი (46’ შტეინბორსი), მაკსიმენკო, ლაიზანსი (81’ ლაზდინში), ვიშნაკოვსი (46’ რაკელსი), . იკაუნიეკსი, სოლოვიოვსი, გორკშსი, ი. იკაუნიეკსი, იაგოდინსკისი (46’ ოშსი), კარლსონსი (46’ შაბალა), კლიუშკინსი (65’ ლუკიანოვსი)

მთ. მწვრთნელიმარიანს პაჰარსი

მსაჯები: სურენ ბალიანი (სომხეთი), მესროპ ღაზარიანი (სომხეთი), ატომ სევგულიანი (სომხეთი), გიორგი ყრუაშვილი (საქართველო)

გაფრთხილება: 37’ დვალიშვილი, 57’ კლიუშკინსი, 58’ დ. იკაუნიეკისი, 67’ მაკსიმენკო, 75’ ხოჭოლავა, 85’ კიტეიშვილი, 85’ ი. იკაუნიეკსი

გოლები: 1:0 ანანიძე (პენ) (18), 2:0 ქვილითაია (33), 3:0 ქვილითაია (68), 4:0 ანანიძე (78), 5:0 არაბიძე (90)