სიახლეები

ქალთა ლიგა - პირველი ტური

ფუტსალი
გაუზიარე

26 მარტს, საქართველოს ქალთა ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩები გაიმართა. ჩემპიონატის გახსნით შეხვედრას, რომელშიც ერთმანეთს გორის ქალთა ფეხბურთო კლუბი და თბილისის „ნორჩი დინამოელი“ დაუპირისპირდნენ,  გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონმა უმასპინძლა. შეხვედრა თბილისელი ფეხბურთელების სრული უპირატესობით წარიმართა და მათივე დამაჯერებელი გამარჯვებით 3:0 დასრულდა. დინამოელთა მხრიდან ჰეთთრიკით ამალია ხანდაზიანი გამოირჩა.

ტურის მეორე შეხვედრაში „თბილისმა“ ჩხოროწყუს „მტრედები“ მიიღო და მეტოქე 19:0 დაამარცხა. გამარჯვებულთა მხრიდან გოლები ლიზი მწყერაშვილმა (5), ანა კირვალიძემ (4), სოფიკო ნარსიამ (4)  ანასტასია ბოლქვაძემ (2), ნინო ლომთაძემ, ნათია დანელიამ, ანა კულდონაშვილმა და ანი მინაძემ გაიტანეს. 

დიდი ანგარიშით მოიგო გასული სეზონის ჩემპიონმა ქუთაისის „მართვემ“. ქუთაისელები სტუმრად ახმეტის „ბახტრიონს“ დაუპირისპირდნენ და 10:0 იმარჯვეს. ჰეთთრიკი თამთა შენგელიამ შეასრულა, თითო გოლი კი, ანა სინატაშვილის, ლანა გორგაძის, ქეთი ცაავას, მადონა შალამბერიძის, თეონა სტურუასა და ქრისტინა შახკულიანის ანგარიშზეა. 

პირველი ტურის ბოლო შეხვედრაში ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბი ხაშურის „ივერიას“ დაუპირისპირდა. დაძაბულ და საინტერესო შეხვედრაში ლანჩხუთელებმა მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს და აქტივში სამი ქულა ჩაიწერეს. გოლები ალელიშვილის, ჩხარტიშვილისა და თავდიშვილის ანგარიშზეა.

გორი - ნორჩი დინამოელი 0:3

გორი: გაბელაია, ჭუჭულაშვილი, ტერუნაშვილი, დოკაძე (63’ გვიმრაძე), ხუბულური, თევდორაძე, სხირტლაძე, ჯანეზაშვილი (87’ ჭოველიძე), ფერაძე, გვილია (85’ მელაძე), ეგაძე

მთ. მწვრთნელი: ოიებადე ოკეოვო

ნორჩი დინამოელი: კომლაძე, ქადაგიშვილი, იარალოვი, გურიელიძე, მომოტოვა, შეყლაშვილი, გოგიჩაიშვილი, ხანდაზიანი, ხარაიშვილი, ბაბაიანი, ბასილაძე

მთ. მწვრთნელი: ლავრენტი დავითაშვილი

მსაჯები: ბ. გლუშჩუკი, ხ. მაისურაძე, ქ. გაიპარაშვილი

გაფრთხილება: 16’ ხუბულური (გორი)

გოლები: 0:1 ხანდაზიანი (42), 0:2 ხანდაზიანი (47), 0:3 ხანდაზიანი (81’)


თბილისი - მტრედები 19:0

თბილისი: საბიაშვილი, რაუხი, მ. დანელია, ჯოჯუა, მინაძე, დიმოპულუ (52’ ლომთაძე) , ეპიტაშვილი (40’ მწყერაშვილი), ნ. დანელია (48’ ეჯიბია), კულდონაშვილი (52’ ჯანიკაშვილი), ნარსია (50’ ბოლქვაძე), კირვალიძე

მთ. მწვრთნელი: გივი კვარაცხელია

მტრედები: გოგუა (53’ სორდია), გვასალია, პაპავა, პაპასკირი (38’ ბერულავა), კოპტიუკი, გაბედავა, ესართია, კვარაცხელია (20’ კაცია), შენგელია, მამფორია, მანჯგალაძე

მთ. მწვრთნელი: ამირან ვეკუა

მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი, გ. ელიკაშვილი, პ. ბელთაძე

გოლები: 1:0 კირვალიძე (7), 2:0 ნარსია (15), 3:0 ნარსია (17), 4:0 ნარსია (19), 5:0 მწყერაშვილი (41), 6:0 მწყერაშვილი (43), 7:0 ნარსია (45), 8:0 დანელია (47), 9:0 კულდონაშვილი (51), 10:0 მინაძე (56), 11:0 ლომთაძე (68), 12:0 კირვალიძე (69), 13:0 მწყერაშვილი (75), 14:0 მწყერაშვილი (76), 15:0 ბოლქვაძე (78), 16:0 კირვალიძე (79), 17:0 ბოლქვაძე (82), 18:0 კირვალიძე (86), 19:0 მწყერაშვილი (88)


ბახტრიონი - მართვე 0:10

ბახტრიონი: ბერიძე, ცისკარიშვილი, წილოსანი, სურმანიძე, ზარიძე (65’ ორკოდაშვილი), ნაკვეთაური, ცენტერაძე, სურმანიძე, მოზაიძე, მანჭარაული (75’ ბერიძე), გუსეინოვა (62’ მუკუტაძე)

მთ. მწვრთნელი: მერაბ ბულკაშვილი

მართვე: კალანდაძე, სტურუა, შახკულიანი, გასვიანი, ჭაუტიძე, შონია, გორგაძე, ჯანელიძე (22' შალამბერიძე), ხაბურზანია (12' შალიკიანი, 25' ცაავა), სინატაშვილი, შენგელია

მთ. მწვრთნელი: პაატა დოგრაშვლი

მსაჯები: ი. სიგუა, კ. კვესელავა, ნ. მირიანაშვილი

გაფრთხილება: 8’ ჯანელიძე (მართვე)

გოლები: 0:1 სინატაშვილი (14), 0:2 შენგელია (18), 0:3 სტურუა (29), 0:4 შენგელია (35), 0:5 შენგელია (57), 0:6 შახკულიანი (63), 0:7 გასვიანი (69), 0:8 შახკულიანი (85), 0:9 ცაავა (88), 0:10 შალამბერიძე (89)


ლანჩხუთი - ივერია 3:0

ლანჩხუთი: გაბუნია, გუჯაბიძე, ჩხარტიშვილი, ხუხუნაიშვილი, ალელიშვილი (86’ მ. რომანჩუკი), ა. რომანჩუკი, კალანდაძე, გოგეშვილი, წოწერია (56’ თავდიშვილი), ს. საღარაძე, მ. საღარაძე

მთ. მწვრთნელი: კახა ურუშაძე

ივერია: გონგლაძე, ნ. გელაშვილი, ს. გელაშვილი, გიორგაძე, ტაბატაძე, ენჯიბაძე, კულუმბეგოვი, ხარაზიშვილი, ხიმშიაშვილი, ნასყიდაშვილი, ლომიძე

მთ. მწვრთნელი: თემურ კობერიძე

მსაჯები: ა. მონიავა, კ. ვასაძე, ნ. კუცია

გაფრთხილება: 79’ ს. გელაშვილი (ივერია), 89’ გოგეშვილი (ლანჩხუთი)

გოლები: 1:0 ალელიშვილი (64), 2:0 თავდიშვილი (80), 3:0 ჩხარტიშვილი (87)