სიახლეები

19-წლამდელებმა რუსეთი მეორედაც დაამარცხეს

გაუზიარე

27 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევრო 2017-ის მზადების პროცესში რუსეთის 19-წლამდე ნაკრებთან მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა და მეტოქე 1:0 დაამარცხა.

ერთადერთი და გამარჯვების მომტანი გოლი მე-16 წუთზე გავიდა. გიორგი კოხრეიძემ მეტოქის მცველს სისწრაფეში აჯობა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა დაბალ კუთხეში გადაგზავნა ბურთი. ამის შემდეგ მომენტები ორივე გუნდის კართან შეიქმნა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ფეხბურთელებს სიზუსტე არ ჰყოფნიდათ. 

შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის 25 მარტს გამართული პირველი ამხანაგური შეხვედრაც გიორგი ყიფიანის გუნდის გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

საქართველო U19 1:0 რუსეთი U19

თბილისი, „მიხეილ მესხი 2“

საქართველო U19:  გუგეშაშვილი, ბურჯანაძე, ლოჩოშვილი, ლაკვეხელიანი (46’ კაციძე), საღრიშვილი (46’ ჩოგაძე), არდაზიშვილი (46’ კვანტალიანი), კოხრეიძე (46’ ჯიქია), ჩაკვეტაძე (46’ ფოჩხუა), სამურკასოვი (61’ ა. ნინუა), კუცია (61’ ნ. ნინუა), მალი

მთ. მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი

რუსეთი U19:  ბოგატირევი (62’ ლომაევი), გოლუბევი, ბოროდინი (62’ ლაპშოვი), გორშკოვი (62’ ვებერი), დ. უტკინი (69’ პოლიკოვი), იგნატიევი, სულეიმანოვი (56’ გლუშენკოვი), რუდენკო (56’ რუდენკო), ევგენიევი, პოიარკოვი (69’ ციპჩენკო), ს. უტკინი

მთ. მწვრთნელი: მიხაილ გალაკტიონოვი

მსაჯები: გიორგი კიკაჩეიშვილი, ალექსანდრე აფციაური, დავით ახვლედიანი, არსენ ნონიკაშვილი

გაფრთხილება: 33’ გოლუბოვი, 45’ პოიარკოვი, 90’ გლუშენკოვი

გოლები: 1:0 კოხრეიძე (16)