სიახლეები

მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 28 მარტს, საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს ლატვიის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა "დინამო არენაზე" 18 საათზე დაიწყება. მატჩის აკრედიტაციის მიღების მსურველმა მედია ორგანიზაციებმა, გთხოვთ, მიმართოთ ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურს ელექტრონულ ფოსტაზე - [email protected].

წერილში მიუთითეთ სახელი, გვარი, მედია ორგანიზაცია და რა სახის აკრედიტაციის მიღება გსურთ.

აკრედიტირების პროცესი 27 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.