24 მარტს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე შეხვედრა სერბეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართა. „დინამო არენაზე“ ჩატარებული მატჩი ორმხრივი შეტევებით წარიმართა და სტუმართა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.
ანგარიში მე-6 წუთზე გაიხსნა: მეტოქის მცველების შეცდომით ნიკა კაჭარავამ ისარგებლა და ნაკრებში სადებიუტო გოლის ავტორი გახდა. სტუმრებმა დუშან ტადიჩის თერთემეტმეტრიანი დარტყმით გაათანაბრეს. გადამწყვეტი გოლები კი, 64-ე და 86-ე წუთებზე გავიდა - თავი მიტროვიჩმა და გაჩინოვიჩმა გამოიჩინეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრები მორიგ შეხვედრას 28 მარტს, ლატვიის წინააღმდეგ გამართავს. ამხანაგურ შეხვედრას „დინამო არენა“ უმასპინძლებს. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.
საქართველო 1:3 სერბეთი
თბილისი, „დინამო არენა“
საქართველო: ლორია, კაშია, კვერკველია, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი (83’ ქვილითაია), ანანიძე, კაჭარვა, გვილია (90’ ჯიღაური), კაკაბაძე (70’ არაბიძე), ნავალოვსკი
მთ. მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
სერბეთი: სტოიკოვიჩი, რუკავინა, ივანოვიჩი, მიტროვიჩი (71’ გუდელი), ტადიჩი, კოლაროვი, მილივოევიჩი, კოსტიჩი (81’ გაჩინოვიჩი), მაქსიმოვიჩი, მატიჩი, ობრადოვიჩი (47’ ვუკოვიჩი)
მთ. მწვრთნელი: სლავოლუბ მუსლინი მსაჯები: ფელიქს ზვაიერი (გერმანია), ტორსტენ შიფნერი (გერმანია), მარკო ახმიულერი (გერმანია), კრისტიან დინგერტი (გერმანია)
გაფრთხილება: 43’ კანკავა, 45’ კაკაბაძე
გოლები: 1:0 კაჭარავა (6), 1:1 ტადიჩი (პენ) (45), 1:2 მიტროვიჩი (64), 1:3 გაჩინოვიჩი (86)
ეროვნული ნაკრები
გაუზიარე