სიახლეები

საქართველო-ლატვიის ამხანაგური შეხვედრის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე
საქართველო - ლატვიის ამხანაგური შეხვედრის მატჩის ბილეთების გაყიდვა დღეს, 23 მარტს, დინამო არენას სალაროებში დაიწყო.

მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი 5 ლარია, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ბილეთი დანომვრასა და კატეგორიზაციას არ ექვემდებარება.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის საქართველო-სერბეთის ბილეთის ონლაინ-რეჟიმში ყიდვის შემთხვევაში გულშემატკივარს საქართველო-ლატვიის ამხანაგურ მატჩზე დასასწრები ბილეთი საჩუქრად გადაეცემა. საჩუქარს გულშემატკივრები ელექტრონული ფოსტის საშუალებით, 25 მარტს მიიღებენ.

2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის: საქართველო - სერბეთი, ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში 13 მარტიდან დაიწყო.

გულშემატკივარს შეხვედრის ბილეთების შეძენა ინტერნეტის საშუალებით, შემდეგ ბმულზე www.tkt.ge/geovsrb შეუძლია. ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია.
28 მარტს, დინამო არენაზე, 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ლატვიის ეროვნულ ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდება.