სიახლეები

საქართველო U21 3:1 ისლანდია U21

გაუზიარე

22 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს 21-წლამდე ნაკრები საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში ისლანდიას დაუპირისპირდა. მატჩი ორმხრივი შეტევებით წარიმართა და ჩვენი გუნდის გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

ანგარიში მე-7 წუთზე გაიხსნა, გიორგი ხარაიშვილის ჩაწოდებას თავური დარტყმით ოთარ კიტეიშვილი გამოეხმაურა და ახლო მანძილიდან გაიტანა. სტუმრებმა წონასწორობა 59-ე წუთზე აღადგინეს, საჯარიმოში უყურადღებოდ დარჩენილმა ეინარსონმა ფაქტიურად ცარიელ კარში გადაგზავნა ბურთი. გია გეგუჩაძის გუნდი მეორედ 67-ე წუთზე დაწინაურდა, ისლანდიელებს რომან ჭანტურიამ გაუტანა. ფორვარდმა კიტეიშვილისა და ჩაკვეტაძის ეფექტური კომბინაცია დააგვირგვინა. საბოლოო ანგარიში 88-ე წუთზე დაფიქსირდა, მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა, ჭანტურიამ მეტოქე ადვილად მოატყუა და დუბლი გაიფორმა.

გუნდებს შორის მეორე ამხანაგური შეხვედრა კვლავ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 25 მარტს გაიმართება და 14:00 საათზე დაიწყება.

საქართველო U21 - ისლანდია U21 3:1

თბილისი, „მიხეილ მესხი“

საქართველო U21: ქურდაძე, გიორბელიძე (46’ ლოჩოშვილი), მარგველაშვილი, ჭიჭინაძე (73’ კობოური), ხარაიშვილი (73’ ბიძინაშვილი), ალთუნაშვილი (61’ ჩაკვეტაძე), მიქელთაძე (61’ ჭანტურია), შულაია (73’ ჩაჩუა), მამუჩაშვილი (73’ მაჭარაშვილი), იმნაძე (61’ ზარანდია), კიტეიშვილი (73’ კიკნაძე)

მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

ისლანდია U21:  ოლაფსონი, სამსტედი (63’ კრისტინსონი), შევინგი (63’ ლეიფსონი), ჰ.ვ. გუდმუნდსონი (63’ სტეფანსონი), ანდერსონი (63’ ჰ. ი. გუნარსონი), მაგნუსსონი (63’ გ. ს. გუნარსონი), სიგურგეირსონი (63’ იონასონი), ეინარსონი (63’ ინგასონი), ჰარალდსონი (63’ კონრადსონი), ა. გუდმუნდსონი (63’ რაგნარსონი), ი. დ. ტორსტეინსონი (63’ ს. ტორსტეინსონი)
მთ. მწვრთნელი: ეიოლფურ სვერრისსონი

მსაჯები: გიორგი ვადაჭკორია, ლევან თოდრია, გიორგი ელიკაშვილი, დავით ხარიტონაშვილი

გაფრთხილება: 44’ შევინგი, 58’ ჭიჭინაძე, 68' ლეიფსონი 85’ მაჭარაშვილი, 88’ ჭანტურია

გოლები: 1:0 კიტეიშვილი (7), 1:1 ეინარსონი (59), 2:1 ჭანტურია (67), 3:1 ჭანტურია (88)