სიახლეები

საქართველოს ნაკრებმა სერბეთთან მატჩისთვის მზადება დაიწყო

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე
20 მარტს, საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა სერბეთთან ოფიციალური და ლატვიასთან ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ვლადიმირ ვაისის გუნდმა პირველი ვარჯიში თბილისის ზღვაზე მდებარე ს.კ „ზესტაფონის“ საწვრთნელ ბაზაზე გამართა. საწვრთნელ პროცესში 20 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ნიკა კვეკვესკირი, სანდრო კობახიძე, ნიკა კაჭარავა და ოთარ კაკაბაძე გუნდს მოგვიანებით შეურთდნენ და საწვრთნელ პროცესში 21 მარტიდან ჩაერთვებიან. მომდევნო ორი დღის მანძილზე ეროვნული ნაკრები ორჯერად ვარჯიშს ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ 24 მარტს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში ჩვენი მეტოქე სერბეთის ეროვნული ნაკრები იქნება. 28 მარტს კი - საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ლატვიას დაუპირისპირდება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია - კრილია სოვეტოვი (რუსეთი), გიორგი მაკარიძე - მორეირენსე (პორტუგალია), როინ კვასხვაძე - ტორპედო (ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე - ესბიერგი (დანია), სოლომონ კვერკველია - ლოკომოტივი, მოსკოვი (რუსეთი), გურამ კაშია - ვიტესი (ჰოლანდია), დავით ხოჭოლავა - ჩერნომორეცი (უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი - ნეფთჩი (აზერბაიჯანი), ჯემალ ტაბიძე - ურალი (რუსეთი), გიორგი რეხვიაშვილი - ლოკომოტივი (თბილისი), უჩა ლობჟანიძე - ატირაუ (ყაზახეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა - რეიმსი (საფრანგეთი), ვაკო გვილია - ბატე (ბელარუსი), ნიკა კვეკვესკირი - გაბალა (აზერბაიჯანი), მურთაზ დაუშვილი - დიოშგიორი (უნგრეთი), ჯანო ანანიძე - სპარტაკი, მოსკოვი (რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი - დინამო (თბილისი), ვალერი ყაზაიშვილი - ლეგია (პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური - ვარდარი (მაკედონია), სანდრო კობახიძე - გიოზთეფე (თურქეთი), გიორგი არაბიძე - შახტარი (უკრაინა)

თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა - ეთნიკოსი (კვიპროსი), გიორგი ქვილითაია - რაპიდი (ავსტრია), ვლადიმერ დვალიშვილი - ატირაუ (ყაზახეთი)

მატჩზე დასასწრები ბილეთები ონლაინ რეჟიმში tkt.ge-ზე და დინამო არენას სალაროებში იყიდება.