Home

მეკარეების მწვრთნელთა B ლიცენზიის კურსი

უეფა-ს მეკარეების მწვრთნელთა „B“ ლიცენზიის კურსზე მისაღები მოთხოვნები:

  • შევსებული ონლაინ-ელექტრონული განაცხადის ფორმა (იხილეთ ქვევით)
  • ქართული ენის წერილობითი და ზეპირი ცოდნა
  • უეფა-ს მოქმედი „C“ ლიცენზია
  • უეფა-ს „C“ ლიცენზიის მიღებიდან მინიმუმ 6 თვის სამუშაო სტაჟი
  • კურსზე კანდიდატი დაიშვება მწვრთნელთა განათლებისა და ლიცენზირების განყოფილებასთან გასაუბრების შემდეგ

* გასაუბრების შემდგომ, კანდიდატი იღებს ვალდებულებას სწავლის დაწყებამდე წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

  • სწავლისათვის განკუთვნილი საფასურის გადახდის ქვითარი
  • ცნობა ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის შესახებ
  • ცნობა ნასამართლეობის შესახებ
  • ჯანმრთელობის ცნობა

განაცხადის სარეგისტრაციო ფორმა

ფორმის შევსების შემდეგ, სავალდებულოა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საბუთების ჩაბარება (ჭავჭავაძის 76ა 0179 თბილისი, საქართველო).

გთხოვთ ყურადღებით შეავსოთ მოცემული ველები.

განაცხადი არ ჩაითვლება დასრულებულად, თუ მითითებული ინფორმაცია არ შეესაბამება წარმოდგენილ საბუთებში არსებულ ინფორმაციას; და ამ შემთხვევაში, სფფ-ს მწვრთნელთა განათლების განყოფილება იტოვებს უფლებას უარი თქვას აღნიშნული / ასეთი განაცხადის მიღებაზე.