მეკარეების მწვრთნელთა UEFA A ლიცენზიის კურსზე მისაღები მოთხოვნები:
- ქართული ენის წერილობითი და ზეპირი ცოდნა
- მოქმედი UEFA B და მეკარეების B ლიცენზია
- კურსზე კანდიდატი დაიშვება მწვრთნელთა განათლებისა და ლიცენზირების განყოფილებასთან გასაუბრების შემდეგ
* გასაუბრების შემდგომ, კანდიდატი იღებს ვალდებულებას სწავლის დაწყებამდე წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
- ცნობა ნასამართლეობის შესახებ
- ცნობა ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის შესახებ
- სწავლისათვის განკუთვნილი საფასურის გადახდის ქვითარი
* უეფას მწვრთნელთა კონვენციის მიხედვით, კანდიდატი არ დაიშვება კურსზე, თუ გააჩნია ნასამართლეობა ისეთ დანაშაულზე, რომელიც, შეუთავსებელია მწვრთნელის პროფესიასთან