უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის თასის მოგზაურობა გრძელდება

საქართველოში უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის თასის მოგზაურობა გრძელდება. ბათუმის შემდეგ, ჩემპიონატის მთავარი სიმბოლო დღეს, 2 მაისს, გვირილობის დღესასწაულის აღსანიშნავად ქუთაისს ესტუმრა. ევროპის ჩემპიონატის თასმა ქუთაისის ქუჩები კოკა-კოლას ქარავანთან ერთად მოიარა. პარალელურად ქალაქში დღესასწაულის ფარგლებში ქართველი მომღერლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. მოგვიანებით თასმა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მდებარე საკონცერტო სცენაზე გადაინაცვლა. ჩემპიონატის მთავარ სიმბოლო მოედანზე ტურნირის ელჩმა და […]

‘Cleaner Air, Better Game’ – უეფას საერთაშორისო კამპანია

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, რომელიც ამ ზაფხულს საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება, განახლდება უეფას საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანია „სუფთა ჰაერი, უკეთესი ფეხბურთი“. ინიციატივა მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას ჰაერის დაბინძურების მავნე ზემოქმედებაზე, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით მსოფლიოში ყოველწლიურად შვიდ მილიონზე მეტ ადამიანს კლავს. კამპანია „სუფთა ჰაერი, უკეთესი ფეხბურთი“ მნიშვნელოვან როლს ასრულებს უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე […]

მოხალისეთა შერჩევის დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის მოხალისეთა შერჩევის დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს. ევროპის ჩემპიონატი 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. ფინალური შეხვედრა ბათუმი არენაზე შედგება. ჩემპიონატის მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის, მოხალისეთა ჩართულობა აუცილებელია. თუ გაქვს სურვილი მონაწილეობა მიიღო ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ჩემპიონატის ორგანიზებაში, ხარ სრულწლოვანი, ფლობ ინგლისურ ენას და მზად […]

სტიუარდთა მიღება გრძელდება

2023 წლის ზაფხულში, საქართველოსა და რუმინეთში დაგეგმილი უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის სტიუარდთა მიღება გრძელდება. დაინტერესებულ კანდიდატებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ევროპის ერთ-ერთი მთავარი სანაკრებო ტურნირის ჩატარებაში და გახდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტიუარდთა გუნდის წევრი. შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ სემინარები, რომელთა წარმატებით დასრულების შემთხვევაში მიიღებენ სფფ-ისა და უეფას შესაბამის სერტიფიკატს. სტიუარდთა პროგრამაში ჩართვის მსურველმა, უნდა გამოაგზავნონ CV […]

მედია აკრედიტაცია უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. მედიის წარმომადგენელთა აკრედიტირების პროცესი უეფას ოფიციალური მედია პლატფორმის საშუალებით მოხდება. მედიის წარმომადგენლები, ვინც ამ დრომდე არ არიან დარეგისტრირებული უეფას მედია პლატფორმაზე, თავდაპირველად უნდა დარეგისტრირდნენ პლატფორმაზე აღნიშული ბმულის გამოყენებით და მოგვიანებით 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის აკრედიტაციაზე უნდა გააკეთონ განაცხადი. უშუალოდ ჩემპიონატის აკრედიტირების პროცესი უეფას მედია პლატფორმაზე (FAME) […]

შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან

სასტუმრო პულმან თბილისი აქსის თაუერსში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი გახლდათ, რომელიც მიმდინარე წლის 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველოსა და რუმინეთში იმართება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლება შეხვედრის მონაწილეებს ტურნირის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები გააცნეს. საქართველოს ფეხბურთს ფედერაციის მხრიდან, სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს […]

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის თასის მოგზაურობა დაიწყო

საქართველოში უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის თასის მოგზაურობა ბათუმიდან დაიწყო, სადაც 26 მარტს ამ მნიშვნელოვანი მოვლენის აღსანიშნავი ღონისძიებები გაიმართა. თასმა ბათუმის ქუჩები კოკა-კოლას ჯადოსნურ ქარავანთან ერთად მოიარა და ევროპის მოედანს მიადგა, სადაც საზეიმო კონცერტი გაიმართა. კონცერტში მონაწილეობა ყველასათვის კარგად ნაცნობმა და საყვარელმა მომღერლებმა და ბენდებბმა მიიღეს, მათ შორის, ნუცა ბუზალაძემ, სალიომ, ანსამბლმა შვიდკაცამ, სოფო ხალვაშმა და […]

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის თასის მოგზაურობა იწყება

საქართველოში უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის თასის მოგზაურობა იწყება. ამ მნიშვნელოვანი მოვლენის აღსანიშნავი ღონისძიება 26 მარტს, ბათუმში, ერას მოედანზე გაიმართება და 19:00 საათიდან დაიწყება. 26 მარტს, თასი ბათუმის ქუჩებს კოკა-კოლას ჯადოსნურ ქარავანთან ერთად მოივლის და ბათუმის ევროპის მოედანს მიადგება, სადაც მასპინძელ ქალაქში თასის შემოტანის საზეიმო ცერემონიასთან დაკავშირებით, კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ყველასათვის კარგად ნაცნობი და […]

ბათუმი არენაზე სიმულაციური სწავლება ჩატარდა

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატისადმი მზადების ფარგლებში, ბათუმში სახანძრო-სამაშველო სიმულაციური სწავლება ჩატარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს ორგანიზებითა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ჩართულობით, ღონისძიებას ბათუმი არენამ უმასპინძლა. სიმულაცია საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესების, ხანძრის ქრობის და დაშავებულთა ევაკუაციის თეორიულ და პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავდა. პრაქტიკული სწავლების განმავლობაში, სტიუარდებმა […]

100 დღე უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი, 21 ივნისს საქართველოსა და რუმინეთში საზეიმოდ გაიხსნება. ტურნირის დაწყებამდე ასი დღით ადრე, 13 მარტიდან, ჩემპიონატის მასპინძელ საქართველოს ქალაქებში უკუთვლის საათები ჩაირთო.  21-წლამდე  ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატისადმი მიძღვნილი სპეციალური საათები სამ ქალაქში განთავსდა. თბილისში – პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ქუთაისში – ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის მიმდებარედ და ბათუმში, ცენტრალური ბულვარის შესასვლელში. თბილისში უკუთვლის საათი სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან ერთად ჩართო. ქუთაისის საათის ჩართვის […]