უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის თასის მოგზაურობა დაიწყო

საქართველოში უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის თასის მოგზაურობა ბათუმიდან დაიწყო, სადაც 26 მარტს ამ მნიშვნელოვანი მოვლენის აღსანიშნავი ღონისძიებები გაიმართა.

თასმა ბათუმის ქუჩები კოკა-კოლას ჯადოსნურ ქარავანთან ერთად მოიარა და ევროპის მოედანს მიადგა, სადაც საზეიმო კონცერტი გაიმართა. კონცერტში მონაწილეობა ყველასათვის კარგად ნაცნობმა და საყვარელმა მომღერლებმა და ბენდებბმა მიიღეს, მათ შორის, ნუცა ბუზალაძემ, სალიომ, ანსამბლმა შვიდკაცამ, სოფო ხალვაშმა და სხვადასხვა ადგილობრივმა ბენდებმა.

ჩემპიონატის მთავარი სიმბოლო მოედანზე ტურნირის ელჩმა და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილი შემოიტანა. შეკრებულ საზოგადოებით სიტყვით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა და ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა მიმართა.

ბათუმიდან თასი ქუთაისში გადაინაცვლებს, ბოლო გაჩერება კი, ჩემპიონატის მასპინძელ თბილისში იქნება. საქართველოს მასშტაბით ევროპის ჩემპიონატის თასი ტურნირის ადგილობრივი სპონსორის, კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას ჯადოსნური ქარავანით იმოგზაურებს. 

შეგახსენებთ, რომ უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოს სამ ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება.  

ᲒᲐᲖᲘᲐᲠᲔᲑᲐ

Facebook
Twitter
LinkedIn

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

უეფას პრეზიდენტის მადლობის წერილი

უეფა-ს პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს უეფა 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა.  სფფ-ის პრეზიდენტისთვის გამოგზავნილ

Read More »

ინგლისის ნაკრები უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

საქართველოსა და რუმინეთში ჩატარებული უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი ინგლისის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში, რომელსაც ბათუმი არენამ უმასპინძლა, ინგლისელებმა

Read More »

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალში ინგლისი და ესპანეთი ითამაშებენ

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ფინალისტები გამოვლინდნენ. 8 ივლისს, ბათუმი არენაზე, ჩემპიონობისთვის ერთმანეთს ინგლისის და ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ინგლისის

Read More »

ᲝᲤᲘᲪᲘᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲞᲝᲜᲡᲝᲠᲔᲑᲘ