ᲛᲐᲡᲞᲘᲜᲫᲔᲚᲘ ᲥᲐᲚᲐᲥᲔᲑᲘ

ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝ

ᲨᲔᲡᲐᲕᲐᲚᲘ

ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო უნაკლოდ აერთიანებს კულტურის ასპექტებს და ამავე დროს ინარჩუნებს საკუთარ იდენტობას.

საქართველო 69,700 კვ.კმ-ის ტერიტორიას მოიცავს და ცნობილია მომხიბლავი ისტორიით, დიდებული კავკასიონის მთებით, შავი ზღვის სანაპირო ზოლით, სამკურნალო კლიმატით, სამკურნალო მინერალური წყლებით, ეროვნული პარკებითა და იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლებით. საუკუნეების მანძილზე საქართველო იყო კულტურული, საგანმანათლებლო და სატრანსპორტო ცენტრი კავკასიის რეგიონისთვის ისეთი ცნობილი სავაჭრო მარშრუტით, როგორიცაა აბრეშუმის გზა.

ᲣᲜᲘᲙᲐᲚᲣᲠᲘ ᲙᲣᲚᲢᲣᲠᲐ, ᲤᲝᲚᲙᲚᲝᲠᲘ ᲓᲐ ᲮᲔᲚᲝᲕᲜᲔᲑᲐ

თქვენს წინაშეა ქვეყანა მრავალფეროვანი კულტურით, მდიდარი ისტორიითა და ამის დამადასტურებელი უნიკალური არტეფაქტებით. აფრიკიდან წამოსული პირველი ადამიანი აქ თითქმის 2 მილიონი წლის წინ დასახლდა. საქართველო უძველესი ქვეყანაა, მდებარე აღმოსავლური და დასავლური ცივილიზაციების გზაჯვარედინზე, სადაც ევროპული და აზიური ცხოვრების წესისა და ტრადიციების შერწყმა ათასწლეულების მანძილზე მინდინარეობდა. მართლაც, ამ ქვეყანას ბევრი საოცარი რამ აქვს თქვენთვის მოსაყოლი და საჩვენებელი.

ᲔᲜᲐ ᲓᲐ ᲓᲐᲛᲬᲔᲠᲚᲝᲑᲐ

საქართველო ასევე ამაყობს თავისი ენით და დამწერლობით. ქართულ ენაზე მოსახლეობის უმეტესობა საუბრობს და მას სახელმწიფო ენის სტატუსი აქვს. ქართული ანბანი მსოფლიოს თოთხმეტი ორიგინალური ანბანიდან ერთ-ერთია და სრულად ფონეტიკურია. ენაში არის 33 ასო და ამდენივე ბგერა.

ᲒᲐᲡᲢᲠᲝᲜᲝᲛᲘᲐ

ერის კულტურასა და ხასიათს არაფერი აღწერს ისე ზუსტად, როგორც მისი სამზარეულო. მრავალფეროვნებით და საგემოვნო თვისებებით ნაციონალური ქართული კერძები მსოფლიოს საუკეთესოთა შორისაა. ქვეყნის ყველა ისტორიულ მხარეს აქვს საკუთარი უნიკალური კულინარიული ტრადიცია, რომელიც საუკუნეების მანძილზე იხვეწებოდა.

ᲦᲕᲘᲜᲘᲡ ᲡᲐᲛᲨᲝᲑᲚᲝ

ჰექტრებზე გადაჭიმული ვენახები, რთველი მრავალხმიანი სიმღერის ფონზე და ღვინით სავსე ქვევრები – ეს საქართველოა. დიახ, ღვინო აქ ყველაფერია, ყველას უყვარს და ყველას აქვს. ყველა ოჯახი სიამოვნებით და სიამაყით გაგიმასპინძლდებათ საკუთარი ღვინით. ქარველისათვის ვენახი წმინდა ადგილია და ღვინის დაყენება – საყვარელი ტრადიცია. ქვეყანა, რომლის მოსახლეობის რაოდენობაც ოდნავ აღემატება 3.5 მილიონს, ყოველწლიურად დაახლოებით 150 მილიონ ლიტრ ღვინოს აწარმოებს.

ამ ქვეყანას ღვინის კულტურასთან რვაათასწლიანი უწყვეტი ისტორია აკავშირებს, რასაც მრავალი არქეოლოგიური აღმოჩენა და ისტორიული ფაქტი ადასტურებს. თანამედროვე მსოფლიოში უკვე ერთხმად აღიარებენ, რომ სწორედ საქართველოა ღვინის სამშობლო. ერთ-ერთი ვერსიით ინგლისური სიტყვა “wine” ნაწარმოებია ქართული სიტყვა „ღვინოსაგან“.

ᲡᲐᲡᲐᲠᲒᲔᲑᲚᲝ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ

ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘᲡ ᲡᲐᲔᲠᲗᲐᲨᲝᲠᲘᲡᲝ ᲐᲔᲠᲝᲞᲝᲠᲢᲘ

ქალაქიდან სულ რაღაც 20 კილომეტრში მდებარე თბილისის საერთაშორისო აეროპორტი (TBS) გთავაზობთ საერთაშორისო, შიდა და სატვირთო ფრენებს. 2005 წლიდან, აეროპორტში კომპანია TAV ოპერირებს. 2007 წელს გაიხსნა ახალი საერთაშორისო ტერმინალი, რომელიც წელიწადში 2,8 მილიონ მგზავრს ატარებს. ICAO-ს ხარისხის სტანდარტები და სერვისები მას რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე საიმედო აეროპორტად აქცევს.

ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲡᲐᲔᲠᲗᲐᲨᲝᲠᲘᲡᲝ ᲐᲔᲠᲝᲞᲝᲠᲢᲘ

ქალაქიდან სულ რაღაც 2 კმ-ში მდებარე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი (BUS) ემსახურება როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა რეისებს. ახალ ტერმინალს, რომელიც 2007 წელს გაიხსნა, აქვს 6 სარეგისტრაციო მაგიდა და 4 საპასპორტო სადგური. ამასთან, საქართველომ და თურქეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ბათუმის აეროპორტი განიხილება თურქეთის შიდა ქსელის ნაწილად, რაც ხელსაყრელ გარემოს ქმნის ორ ქვეყანას შორის ფრენებისთვის.

ᲥᲣᲗᲐᲘᲡᲘᲡ ᲡᲐᲔᲠᲗᲐᲨᲝᲠᲘᲡᲝ ᲐᲔᲠᲝᲞᲝᲠᲢᲘ

დავით აღმაშენებლის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრებს ფრენებს ნებისმიერი მიმართულების სთავაზობს. აეროპორტი ახლახანს გარემონტდა და გაფართოვდა თითქმის 30 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე. აეროპორტის სიმძლავრე გაოთხმაგდა ყოველწლიურად 2,5 მილიონ მგზავრს ატარებს. ტერმინალის ინტერიერის დიზაინი მთლიანად ორიენტირებულია მგზავრებისთვის კომფორტის მიწოდებაზე და უზრუნველყოფს გამოცდილებაზე ორიენტირებულ ჭკვიან გადაწყვეტილებებს. აეროპორტის განათება შექმნილია მგზავრების დასამშვიდებლად და მგზავრებისთვის სტრესის მოსახსნელად. აეროპორტების საერთაშორისო საბჭო მუდმივად ასახელებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი აეროპორტების ხუთეულში, რომელიც ემსახურება 5 მილიონამდე მგზავრს ევროპაში.

ᲝᲤᲘᲪᲘᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲞᲝᲜᲡᲝᲠᲔᲑᲘ