100 დღე უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი, 21 ივნისს საქართველოსა და რუმინეთში საზეიმოდ გაიხსნება. ტურნირის დაწყებამდე ასი დღით ადრე, 13 მარტიდან, ჩემპიონატის მასპინძელ საქართველოს ქალაქებში უკუთვლის საათები ჩაირთო. 

21-წლამდე  ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატისადმი მიძღვნილი სპეციალური საათები სამ ქალაქში განთავსდა. თბილისში – პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ქუთაისში – ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის მიმდებარედ და ბათუმში, ცენტრალური ბულვარის შესასვლელში.

თბილისში უკუთვლის საათი სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან ერთად ჩართო. ქუთაისის საათის ჩართვის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ქალაქის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და სფფ-ის ვიცე პრეზიდენტმა და უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ელჩმა ალექსანდრე იაშვილმა.

ღონისძებას ესწრებოდა საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რამაზ სვანაძე, ვეტერანი და ახალგაზრდა ფეხბურთელებმა და ჩემპიონატის პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები.

13 მარტს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, საზეიმო ღონისძიება გაუქმდა ბათუმში. თუმცა თბილისისა და ქუთაისის მსგავსად, უკუთვლის საათი ტურნირის ფინალის მასპინძელ ქალაქშიც ჩაირთო.

21-წლამდე საფეხბურთო ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით შედგება. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს. ჩვენი გუნდი A ჯგუფში პორტუგალიის, ნიდერლანდებისა და ბელგიის ნაკრებებს დაუპირისპირდება. 

უკუთვლის საათების ჩართვასთან ერთად, 13 მარტიდან დაიწყო ბილეთების გაყიდვა. გულშემატკივრებს ჩემპიონატზე დასასწრები აბონემენტების შეძენა TKT.GE-ზე სპეციალური ლინკის საშუალებით შეუძლიათ: www.under21tickets.ge

ᲒᲐᲖᲘᲐᲠᲔᲑᲐ

Facebook
Twitter
LinkedIn

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

უეფას პრეზიდენტის მადლობის წერილი

უეფა-ს პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს უეფა 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა.  სფფ-ის პრეზიდენტისთვის გამოგზავნილ

Read More »

ინგლისის ნაკრები უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

საქართველოსა და რუმინეთში ჩატარებული უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი ინგლისის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში, რომელსაც ბათუმი არენამ უმასპინძლა, ინგლისელებმა

Read More »

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალში ინგლისი და ესპანეთი ითამაშებენ

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ფინალისტები გამოვლინდნენ. 8 ივლისს, ბათუმი არენაზე, ჩემპიონობისთვის ერთმანეთს ინგლისის და ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ინგლისის

Read More »

ᲝᲤᲘᲪᲘᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲞᲝᲜᲡᲝᲠᲔᲑᲘ